სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს, მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 700 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად, ბათუმელი მოდელის გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. გამომწერების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს.
მარიამ შუკაკიძემ საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ ატვირთა ფოტო სათაურით „მაკიაჟის გარეშე“ და, როგორც აღმოჩნდა, მან გამომწერების მხრიდან უამრავი შეტყობინება მიიღო: „რა ბავშვურად ლამაზი ხარ?! შენ კოსმეტიკა რაში გჭირდება?“, „უიშვიათესია თქვენნარი ყველაფრით დადებითი ადამიანი“, „ულამაზესი ხარ არამარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც“, „ძალიან ლამაზი და საყვარელი ხარ“, „ყოველთვის ვიძახდი, რომ ბუნებრივად უფრო ლამაზი ხარ“ - ყოფილმა მოდელმა ამ შინაარსის 80-ზე მეტი კომენტარი გამოაქვეყნა.



ცოტა ხნის წინ, როცა მარიამ შუკაკიძის გარეგნობის შესახებ გამომწერები განსხვავებულ მოსაზრებას გამოხატავდნენ, ამ თემას მოდელის მეუღლეც გამოეხმაურა: „ის შინაგანად ასჯერ უფრო ლამაზია, ვიდრე გარეგნულად, ხოლო გარეგნულად ყველაზე ლამაზი გოგოა, ვინც კი ოდესმე დედამიწაზე მინახავს“ - წერდა დავით ბოლქვაძე.