ფეხბურთელ გურამ კაშიას საქართველოში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია და, ფოტოებთან ერთად, ხშირად აქვეყნებს სახალისო ვიდეოებსაც.
ორი დღის წინ გურამ კაშია იუბილარი იყო. დაბადების დღეზე მან „ინსტაგრამზე“ საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ლეგენდას 34 წელი შეუსრულდა“. ფოტოს ქვეშ მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან მან უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო.
გურამ კაშიას დაბადების დღე მიულოცა მეუღლემაც, თამთა გიგაშვილმა. „გილოცავ დაბადების დღეს. მიყვარხარ ყველაფერზე მეტად“ - დაწერა თამთამ „ინსტაგრამსთორიში“ და გურამთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტოც გამოაქვეყნა.



„ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. საუკეთესო მეუღლეა და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. რომანტიკული "ნატურა" არც ერთი არ ვართ. ცხოვრებას რეალური თვალით ვუყურებთ, ილუზიებით არ ვცხოვრობთ. ხასიათებითაც ახლოს ვართ ერთმანეთთან. თითქმის ყველაფერზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, რის გამოც ჩვენს ოჯახში სრული იდილიაა.“ - ამბობდა თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.