„ნუთუ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი?“ - როგორ დატოვა მეგან მარკლმა სასახლე - Marao

„ნუთუ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი?“ - როგორ დატოვა მეგან მარკლმა სასახლე

2021-07-08 15:46:26+04:00


ბრიტანეთში სამეფო ოჯახის განხეთქილების მიზეზებს დღემდე აქტიურად განიხილავენ. მას შემდეგ, რაც მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ხმაურიანი და სკანდალური წყვილი სასახლიდან წავიდა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, ამ თემაზე მსჯელობა არ წყდება. თაყვანისმცემლებმა ამ ისტორიის შესახებ შექმნეს საგა და მას „სასახლიდან გაქცევა“ უწოდეს.

საგა არა მხოლოდ წყვილის ურთიერთობის დეტალებს, არამედ ექსპერტიზის დასკვნებსა და სხვა ცნობებსაც ეყრდნობა. სიუჟეტის მთავარი გმირები კი, მეგანსა და ჰარისთან ერთად, ელიზაბეტ მეორე, ქით მიდლტონი და პრინცი იულიამიც არიან. საგაში პრინცის როლი ჯორდან დიმმა შეასრულა: „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოლი და შვილი დავიცვა“ - ამბობს მისი გმირი.

რეჟისორებმა აჩვენეს დიალოგი, რომელიც, მათი აზრით, ქეით მიდლტონსა (ლორა მიტჩელს) და მეგან მარკლს (სიდნეი მორტონი) შორის შეიძლება გამართულიყო. „ამ ცხოვრებას ჩვენ თვითონ მოვაწერეთ ხელი, მარტივი აქ არაფერი იქნება“ - ამბობს ქეითის პერსონაჟი, ხოლო მეგანი პასუხობს, რომ მას უბრალოდ უნდოდა, დედოფალს მისით ეამაყა.

საგაში აღწერილია პრინც უილიამის ფიქრები, რომელიც ამბობს, რომ მონარქიას ბრიტანეთში საფრთხე ემუქრება, ხოლო ელიზაბეტის პერსონაჟი კი ამტკიცებს, რომ მონარქია ყოველთვის იარსებებს.

თიზერის ბოლოს, მეგან მარკლის პერსონაჟი სვამს კითხვას: „ნუთუ მართლა დავუშვი ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა?“

როგორც რეჟისორები ამბობენ, საგაში სამეფო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრები არ გამოჩნდებიან, თუმცა ეს სცენარს საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან ოპრა უინფრის შოუში მეგანმა და ჰარიმ ძალიან ბევრი აქამდე უცნობი დეტალი გაამჟღავნეს.