D ვიტამინის როლსა და მნიშვნელობაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ. ის მართლაც განსაკუთრებული კომპონენტია ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, თუმცა, ცხადია, მისი გადამეტებული მიღება საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. გთავაზობთ 5 ყველაზე გავრცელებულ მითს D ვიტამინის შესახებ, რომელთა ცოდნაც ბევრ პრობლემას თავიდან აგარიდებთ:
მითი 1: SPF ხელს უშლის მზის სხივებისგან D ვიტამინის მიღებას.
იმისთვის, რომ მზისგან დამცავმა კრემმა სრულად შეძლოს მზის ზემოქმედების განეიტრალება, მისი ძალიან დიდი დოზით გამოყენებაა საჭირო, რასაც, შეიძლება ითქვას, არავინ აკეთებს. გარდა ამისა, ტანისამოსი და წყალი დამცავ კრემს მარტივად აშორებს კანიდან. ასე რომ, D ვიტამინის ზომიერად მიღებისთვის ღია ფერის კანის მქონე ადამიანებმა მზეზე დღეში 10 წუთი, ხოლო მუქი კანის მოქონეებმა - 30 წუთი უნდა გაატარონ.
მითი 2: D ვიტამინის მიღება დანამატის სახით მხოლოდ 50 წლის შემდეგ შეიძლება.
D ვიტამინი ყველა ასაკში საჭიროა, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვისა და მოხუცებისთვის. იგი პასუხისმგებელია იმუნიტეტზე, გამოიყენება ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის, ხელს უშლის შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებას. D ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა უძილობა და სტრესიც კი გამოიწვიოს. ზემოთ მოყვანილი პრობლემები კი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება აწუხებდეს.

მითი 3: D ვიტამინის დეფიციტის შევსება შესაძლებელია საკვებით.
D ვიტამინის დღიური დოზა გასხვავდება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, მაგალითად, მზიან რეგიონში მცოხვრებ ადამიანს დღეში 400 სე. D ვიტამინი ესაჭიროება, უმზეო რეგიონში კი - 1000 სე. იმისთვის, რომ ორგანიზმში ეს მოთხოვნილება შეივსოს, თქვენ დღეში 500 გრ. ზეთოვანი სკუმბრია, ან ყოველდღიურად 10 კგ ხბოს ღვიძლი, 18 კვერცხი, 20 ლიტრი რძე, 600 გრ. ავოკადო ან 1 კგ. სოკო უნდა მიირთვათ. ცხადია, D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება კარგია, ეს დაგეხმარებათ ნორმის შენარჩუნებაში, თუმცა ნაკლებობის შემთხვევაში დეფიციტს ვერ შეგივსებთ.
მითი 4: ზღვის სანაპიროზე დასვენება ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტს ავსებს.
ორგანიზმში D ვიტამინის ოპტიმალური დონეა 50-100 ნგ/მლ-ია. ერთი თვის ზღვის სანაპიროზე გატარება დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ მისი ნორმალური რაოდენობა კიდევ ორი თვის განმავლობაში, თუმცა შემდეგ აშკარად იგრძნობთ ცვლილებებს, რაც D ვიტამინის ნაკლებობით იქნება გამოწვეული. ასეთ დროს, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ შესაბამისი ანალიზი და გაარკვიოთ, ხომ არ გაწუხებთ ვიტამინის დეფიციტი.

მითი 5: D ვიტამინის ნაკლებობის დროს კარგია სოლარიუმში ვიზიტი
სოლარიუმში მზის აბაზანების მიღება განსაკუთრებით საზიოანოა და ის ვერ გახდება D ვიტამინის დეფიციტის შევსების კარგი წყარო, რადგან სოლარიუმში გამოიყენებენ A ტიპის სხივებს, რომლებიც საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის. მეტიც, ამგვარ სიხვებს არანაირი კავშირი არ აქვს D ვიტამინთან. ასე რომ, თუკი ამ მითს მოისმენთ, დარწმუნებული იყავით, ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია.