მოდელი ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 240 ათასამდე გამომწერი ჰყავს და, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა აქტიურობით არ გამოირჩევა, მის ფოტოებს ყოველთვის უამრავი კომენტარი აქვს.
ნანუკა უფრო ხშირად პირად ან ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურებას კი ნანუკასა და ბერას შვილი ბერუკა იმსახურებს. გამომწერები აღნიშნავენ, რომ ბერუკა ძალიან ჰგავს დედას.
ამჯერად ნანუკა გუდავაძემ „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით დაბადების დღე ბერას უმცროს ძმას, ცოტნე ივანიშვილს მიულოცა: „გილოცავ დაბადების დღეს, ცოტნე. შენ განსაკუთრებული ადამიანი ხარ“ - წერს ნანუკა.

დაბადების დღე ძმას ბერა ივანიშვილმაც მიულოცა და საკუთარ "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: "ნამდვილი ჯენტლმენი ძალიან დიდი გულით. ვერასდროს შევძლებ, ავხსნა, რას ნიშნავს ის ჩემთვის".