სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს, მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 700 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად, ბათუმელი მოდელის გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. გამომწერების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს.
ამ თემაზე მარიამ შუკაკიძემ თავადაც არაერთხელ ისაუბრა, თუმცა გარეგნობასთან დაკავშირებულ კითხვებს მაინც ხშირად იღებს. ამჯერად მან გამომწერებს უპასუხა და განმარტა, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს: „ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ სახეზე მხოლოდ ცხვირი გავიკეთე, ტუჩი მხოლოდ ერთხელ, რადგან მოდაში იყო ფუშფუშები. რეალურად, ისედაც არ მქონდა პატარა ტუჩი. კიდევ იმას დავამატებ, რომ არ ვაპირებ რაიმეს შეცვლას. საშინლად არ მომწონს დაბოტოქსებული, დასიებული და გაშეშებული სახეები. დამშვიდდით, ნუ აჰყვებით ჭორებს და ნუ შეიჭრებით როლებში“ - წერს მარიამი.
ამასთან, მარიამ შუკაკიძე გამომწერების მხრიდან კომპლიმენტებსაც ხშირად იღებს: „შენ გგონია, ვერ ხვდებიან, რომ არ გაქვს ყველაფერი გაკეთებული? გაკეთებულს და გადაკეთებულს ეტყობა, შენ კი ნამდვილი ანგელოზი ხარ“, „შენ ბათუმში არ უნდა ცხოვრობდე, მსოფლიომ უნდა გაგიცნოს“ - წერენ „ინსტაგრამზე“.