თაკო ნაცვლიშვილის სახალისო "ტიკ-ტოკ" ვიდეო - როგორ ერთობა მოდელი ძმასთან ერთად - Marao

თაკო ნაცვლიშვილის სახალისო "ტიკ-ტოკ" ვიდეო - როგორ ერთობა მოდელი ძმასთან ერთად

2021-07-16 18:56:50+04:00


ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ძმასთან ერთად გადაღებულ სახალისო "ტიკ-ტოკ" ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის და გუგა, სოციალური ქსელის ახალ ტრენდულ მუსიკაზე ცეკვავენ.

ვიდეოს "ტიკ-ტოკზე" ბევრი თბილი კომენტარი მოჰყვა. თაკოს ძმა გუგა კალათბურთელია, ის დის დიდი გულშემატკივარია და თაკოს თბილისში ყოფნის დროს მასთან დიდ დროს ატარებს. მოდელი აქტიური კარიერის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს თაკო სოციალურ ქსელებში სიახლეებს ყოველთვის ავრცელებს, ის ინსტაგრამზე ხშირად ჩანს და პერიოდულად "ტოკ-ტოკ" გამომწერებისთვისაც იღებს ხოლმე ვიდეოებს.

უმშვენიერესმა მოდელმა წელს სწავლა დაამთავრა, თაკო საზღვარგარეთ სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მოდელი ამჟამად სხვადსხვა გადაღებებითა და ფოტოსესიებით არის დატვირთული და "ინსტაგრამზე" სიახლეებს ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ, მოდელმა მორიგი ფოტოსესიისთვის ახალი იმიჯიც მოირგო, თაკოს მოკლე შავი თმა და მკვეთრი მაკიაჟი მოუხდა და ხალხისგან თბილი კომენტარებიც დაიმსახურა.