“გაიზრდები და შენზე სასწაული გოგო მეორე არ იქნება თბილისში” - მარიტა მელიქიშვილის ახალი იმიჯი - Marao

“გაიზრდები და შენზე სასწაული გოგო მეორე არ იქნება თბილისში” - მარიტა მელიქიშვილის ახალი იმიჯი

2021-07-17 10:27:53+04:00


ტელეწამყვან გიორგი გასვიანსა და მომავალ ჟურნალისტ მარიტა მელიქიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა, ამ ამბავმა კი სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი და აჟიოტაჟი გამოიწვია: „გადაცემაში ერთად რომ გამოვჩნდით, იმ დღიდან მოყოლებული, ამ ამბავში მთელი ქვეყანა ჩაერთო – ვგულისხმობ მილოცვებს სოციალური ქსელით ემიგრანტების, ახლობლების, ნათესავების მხრიდან. ძალიან ბევრისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა” - ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია, ამის გამო მათ ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა, როგორც გიორგი გასვიანი აღნიშნავს, ეს მათ ურთიერთობას ხელს არ უშლის: „პირად ურთიერთობაში ასაკობრივ ზღვარს ვერ ვგრძნობთ, ტოლები ვართ, მაგრამ რაღაც საკითხებში მაინც არის განსხვავება. მე რომ 18 წლის ვიყავი, არ ვიყავი ისეთი, როგორიც ახლანდელი 18 წლის გოგო-ბიჭები არიან”- განმარტავს ის.

მიუხედავად განსხვავებული შეფასებებისა, მარიტა მელიქიშვილის სტილი და ჩაცმულობა ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. როგორც ჩანს, ის უპირატესობას ყოველდღიურ, ე.წ. „Casual” სტილს ანიჭებს, თუმცა, ბოლო დროს, კლასიკურ სამოსსაც ხშირად ირგებს. სწორედ ამის გამო დაიმსახურა მან გამომწერების მხრიდან დადებითი შეფასებები ახალ ფოტოებზე: „ ჯერ სად ხარ, გაიზრდები და შენზე სასწაული გოგო მეორე არ იქნება თბილისში“, „კლასიკური სტილი გიხდება ძალიან“, „საოცრება ხარ ნამდვილად”, „შარმიანი გოგო ხარ, მარიტა” - წერენ კომენტარებში.