“დღეს ჩემი უდიდესი სიყვარულის დაბადების დღეა, ბედნიერი ვარ, რომ, საბოლოოდ, ერთმანეთს შევხვდით” – ანა მალაზონია ახალ ვიდეოს აქვეყნებს - Marao

“დღეს ჩემი უდიდესი სიყვარულის დაბადების დღეა, ბედნიერი ვარ, რომ, საბოლოოდ, ერთმანეთს შევხვდით” – ანა მალაზონია ახალ ვიდეოს აქვეყნებს

2021-07-17 11:31:29+04:00


ანა მალაზონია საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა ანა კალანდაძის ლექსზე დაწერილი სიმღერა „მაგნოლია“ შეასრულა. მას შემდეგ ის არაერთ სატელევიზიო შოუსა და გადაცემას სტუმრობდა. დღეს კი საკუთარი ცეკვის სტუდია აქვს.

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანა მალაზონია გათხოვდა. მისი რჩეული ანრი მექვაბიძეა. წყვილმა ოფიციალურად იქორწინა, ქორწილი კი ბათუმში შედგა. ანამ და ანრიმ ცერემონიის ამსახველი კადრები გამომწერებს „ინსტაგრამსა“ და „ტიკტოკზეც“ გაუზიარეს.

ამჯერად მომღერალი ახალ ვიდეოს აქვეყნებს და მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს: „დღეს ჩემი უდიდესი სიყვარულის დაბადების დღეა. უზომოდ მიყვარხარ და ბედნიერი ვარ, რომ, საბოლოოდ, ერთმანეთს შევხვდი. ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა ეს, იმიტომ, რომ ჩემი ხარ და მე შენი“ - წერს ანა მალაზონია. ის გამომწერებს ანრი მექვაბიძესთან ურთიერთობის დასაწყისში გაგზავნილ შეტყობინებებსაც უზიარებს, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოუტყდა წყვილი ერთმანეთს სიყვარულში.

ვიდეოს წყვილის გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება და უამრავი კომენტარი მოჰყვა: „ვგიჟდები თქვენზე და თქვენ სიყვარულზე. გილოცავთ“, „გილოცავთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, უსაყვარლესები ხართ“, „გილოცავთ, ანა და ანრი, კარგებო! ბედნიერები იყავით“ - წერენ „ინსტაგრამზე”.