ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდებიან, თუმცა, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, მათ მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.
ბერა და ნანუკა გასულ წელს ამბობდნენ, რომ სამომავლოდ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავდნენ, მათ შორის, ფილიპინებზე, საბერძნეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეაში. სწორედ სამხრეთ კორეაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს წყვილი „ინსტაგრამზე“.
ვიდეოს, სათაურით "ჩვენ ვმოგზაურობთ საქართველოდან სამხრეთ კორეაში", გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „სიტყვებით ვერ აღვწერ, ისე მიხარია თქვენი დანახვა. ალილუია, მადლობა ღმერთს. როგორ მომანატრეთ თავი და მიყვარხართ“, „ახალი კლიპები როდის გამოვა? კონცერტებს და შეხვედრებს თუ გეგმავ საქართველოში? საერთოდ რამე სიურპირიზები თუ გაქვს გულშემატკივრებისთვის?“, „ძალიან მაგარი ვიდეოა“ - წერენ წყვილის გულშემატკივრები.