თაკო კორინთელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან გახდა“, სადაც მან ბარბარეს როლი მოირგო და მაყურებლისთვის თავის შეყვარებაც ძალიან მალე შეძლო. მას შემდეგ მისი კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ თაკო კორინთელი დაინიშნა. მისი რჩეული ექიმი ლევან ნარეშელია. „პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ მიყვარს საუბარი, როგორი პერიოდიც უნდა მქონდეს, კარგი თუ ცუდი, არასდროს ვსაუბრობ. უბრალოდ, ჩვენი ამბავი ისე მოედო ქვეყანას, რომ, ასე თუ ისე, მიწევს ლაპარაკი“ - ამბობდა თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და თაკოს მომავალი მეუღლე წლების წინ მოსწონდა კიდეც, თუმცა ამის შესახებ მეგობრების გარდა არავისთვის უთქვამს. რამდენიმე წლის წინ მათი გზები პროფესიული საქმინობის გამო გადაიკვეთა და დაახლოებიდან 9 თვის თავზე ლევანმა თაკოს ხელიც სთხოვა.
სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილმა ოფიციალურად იქორწინა. ფოტოები ხელის მოწერის ცერემონიიდან თავად თაკომაც გამოაქვეყნა და მეგობრებისა თუ გულშემატკივრების მხრიდან უამრავი მილოცვა მიიღო: „გილოცავ, ჩემო საუკეთესო გოგო, გისურვებთ ულევ სიყვარულსა და ბედნიერებას. ულამაზესი წყვილი ხართ”, „გილოცავთ, ბედნიერები ყოფილიყავით მთელი ცხოვრება” - წერენ კომენტარებში.
ამჯერად თაკო კორინთელი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს და ასათაურებს: "ჩემი ბიჭი". ფოტო, როგორც ყოველთვის, უამრავ დადებით შეფასებას იმსახურებს: „რა ლამაზია და როგორ მომწონს ეს გოგო“, „ულამაზესი წყვილი“, „სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გქონოდეთ მუდამ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.