პოპულარული ტელესერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს, ანა ტყებუჩავას, რომელიც ნინას როლს ასრულებს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ოჯახურ ფოტოებთან ერთად სხვადასხვა სასარგებლო რჩევასაც ხშირად უზიარებს.
2013 წელს ცნობილი გახდა, რომ ანა ტყებუჩავამ საიდუმლოდ იქორწინა. მისი რჩეული კინორეჟისორი ლევან ბარამიძე გახდა. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს და ბედნიერი ოჯახი აქვს.
როგორც ჩანს, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ანა ტყებუჩავა შვილებთან და ოჯახთან ერთად დროის გატარებას მაინც ახერხებს და მათთან ერთად გადაღებულ მხიარულ ფოტოებს მეგობრებსაც უზიარებს. ამჯერად ანა სწორედ შვილების შესახებ საუბრობს და წერს, რომ სკოლის ექსკურსიებზე სიარულს უბრალოდ ქალაქში სეირნობა ურჩევნია: „სკოლის ექსკურსიების ძალიან მეშინია. ვფიქრობ, რომ ოჯახთან ერთად ქალაქში ხეტიალი (დასაწყისისთვის) უფრო შემეცნებითი და თბილია პატარებისთვის, ვიდრე ანანურში მწვადის ჭამა. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ასაკი, მაგასაც მოასწრებენ ჩვენი შვილები. ჯერ შენს ქალაქში უნდა იმოგზაურო, შენს ქვეყანაში მთელმა ოჯახმა, სამეგობრომ და მერე საზღვრებს გარეთ. მე ძალიან მიყვარს ბავშვებთან ხეტიალი“ - აღნიშნავს მსახიობი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>