სოციალურ ქსელში ასობით ქართველი ინფლუენსერი არსებობს, თუმცა მისნაირი ნამდვილი, გულწრფელი და მხიარული არც ისე ბევრია. უმშვენიერესი ტელეწამყვანი ანანო სახელაშვილი დღეს ბევრმა იცის და მას ულამაზესი კაბებითაც არაერთო გოგო გაუბედნიერებია. "დრეს თბილისის" დამფუძნებელი და ტელეწამყვანი ანანო სახელაშვილი Marao.ge-ის თავის მოვალზე, დასვენებასა და პირად ცხოვრებაზე ესაუბრა.
- ანანო ხშირად მოგზაურობ, ამ ზაფხულს თუ გეგმავ სადმე წასვლას?
- ვგეგმავ, ახლახანს გავიგე რომ თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში მივდივარ დაქალთან ერთად.
- უკვე თითქმის ორი წელია ვირუსს ვებრძვით, პანდემიამ თუ ჩაშალა შენი გეგმები?
- ძალიან ბევრი გეგმა ჩამიშალა, ბევრ რაღაცაში შემშალა ხელი და იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს, თურმე რა დრო იყო და რა დროს არ ვაფასებდით.
- სოციალურ ქსელში აქტიური ინფლუენსერი ხარ, ასევე ეკრანზეც ხშირად ჩანხარ, როგორ ფიქრობ რომელმა ფაქტორმა განაპირობა შენი პოპულარობა?
- ამას რომ მეკითხებიან, ზუსტი პასუხი არასდროს მაქვს. ძალიან ბევრი ლამაზი, კეთილი, საყვარელი ქართველი გოგო გვყავს და სულ მიკვირს მე როგორ და რატომ გავხდი ცნობილი. ალბათ ეს ხალხს უნდა ვკითხოთ, რადგან მათგან დიდ სიყვარულს და სიკეთეს ვგრძნობ. სრულიად უცხო ხალხი ქუჩაში მხვდება და მეუბენებიან რომ ვუყვარვარ და მართლა არ ვიცი როგორ დავიმსახურე ეს. საოცრად კარგი გრძნობაა, როდესაც ვიღაცას ასე უყვარხარ და ახალისებ. მე ეს ყველაფერი მაბედნიერებს და კონკრეტული მიზეზი არ ვიცი, რატომ გავხდი პოპულარული მე, ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანი.
- საკმაოდ გულწრფელი და ნამდვილი ხარ, არასდროს ცდილობ რაიმეს დამალვას, როგორ გგონია ესეც ხომ არ დაგეხმარა პოპულარობაში?
- მგონია, რომ ყველა გულრწრფელი და ნამდვილია...
- საკუთარი ბრენდი გაქვს, როგორ მიდის "დრეს თბილისის" საქმეები?
- პანდემიამ ხელი შეგვიშალა, თუმცა ვცდილობთ დავძლიოთ ის პერიოდი. ახლა ზაფხულია და უფრო დავჭირდით გოგოებს, ზამთარში რთული სიტუაცია გვქონდა. "დრეს თბილისს" ორი ფილიალი აქვს, ერთი თბილისში მეორე ბათუმში. გვინდოდა მესამე ფილიალი ქუთაისში გაგვეხსნა, თუმცა კორონავირუსმა შეგვაფერხა.
- რაიმე ახალს, ხომ არ გეგმავთ?
- მინდა ცალკე ატელიე და შოურუმი გავხსნა, ორივე ერთ სივრცეში იყოს, მომხმარებელი მოვიდეს კომფორტულად იგრძონოს თავი, ჩვენმა მკრავებმა ინდივიდუალურად შეუქმნან მათ სამოსი. მინდა, მსგავსი სივრცე მოვაწყო. არ ვიცი, ამ პერიოდში რამდენად გამომივა, მაგრამ ყველანაირად ვეცდები იმიტომ რომ ასე ერთ ადგილას ყოფნა არ მსურს.
- მბზინვარე, ჯანსაღი და მომაჯადოებელი თმა გაქვს, გაგვიმხილე როგორ უვლი თმას...
- არ ვიცი, არ მაქვს საიდუმლო. დიდად ჩემი თმა არ მომწონს, ცოტა მცვივა. რამდენიმე ბრენდის ნიღაბს ვიყენებ და დროდადრო ვანაცვლებ ხოლმე. ჩვეულებრივ საშრობით ვიშრობ და ხშირად მიწევს გასწორება, დახვევა. ალბათ, გენეტიკის დამსახურებაა, ის რომ ასეთი თმა მაქვს. ბავშვობიდან გრძელ თმას ვატარებ, ჩემს თავზე მოკლე არ წარმომიდგენია.
- გემრიელი ჭამა გიყვარს და ყველაფერს მიირთმევ ამის მიუხედავად მუდამ კარგ ფორმაში ხარ, რა არის შენი საიდუმლო?
- ესეც გენეტიკაა, იმდენს ვჭამ, იმდენს რომ ხანდახან ნამუსი მაწუხებს. კვების შეზღუდვა არასდროს არ მქონია. რამდენიმე კვირის წინ, მე და მარიამმა სპორტ დარბაზის აბონიმენტი შევიძინეთ და სულ სამჯერ ვიყავით მისულები, მე და ვარჯიში ძალიან შორს ვართ. ვამბობ, რომ დავიწყებ, მაგრამ ჯერ ვერა.
- მარიამზე ვისაუბროთ, წლებია მეგობრები ხართ, სად გაიცანი მარიამ გველესიანი?
- ერთმანეთი "ნაბეღლავის" ქასთინგზე გავიცანით, საერთო მეგობარი გვყავს ქეთი, რომელმაც ერთმანეთი გაგვაცნო. მისი დამსახურებაა რომ დღემდე ვმეგობრობთ. უკვე 7 წელია მე და მარიამი უახლოესი მეგობრები ვართ და ზუსტად ვიცი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
- ანანო და გათხოვება, ამ თემაზე ბევრი ვიდეოც ჩაგიწერია, სულ ხუმრობ და ხალხს აინტერესებს მართლა უნდა თუ არა ანანოს გათხოვება?
- არა, არ მინდა, ეს მხოლოდ ხუმრობაა. არ გვეჩქარება, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ისედაც მშვენივრად ვგრძნობთ თავს. ჯერ რაღაც-რაღაცებს ვაკეთებთ და ვალაგებთ ჩვენი მომავლისთვის, ასე რომ არსად არ ვჩქარობთ.
- შენ და ზვიოს ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ, შენსავით მხიარული ჩანს, სად გაიცანი ის და რამდენი ხანია ერთად ხართ?
- ზვიო ერთ-ერთ გუნდში გავიცანით, ბოლნისის სიონში ვმუშაობდი, სადაც ზვიო ფეხბურთელი იყო. მე თამაშებს ვიღებდი და ასე შემთხვევით შევხვდით. თავიდან ერთმანეთს არ ვესალმებოდით, მორიდებულია ზვიო, რამდენჯერმე გუნდის გარეთ შემხვდა შემთხვევით. სულ მიჩვეული ვიყავი რომ სპორტულ ან საფეხბურთო ფორმაში ვხედავდი და ჩვეულებრივ სამოსში ვერ ვიცანი, ვფიქრობდი რა ნაცნობი სახე აქ, საიდან მეცნობა მეთქი, შემდეგ რამდენჯერმე შემთხვევით კიდევ შემხვდა და საბოლოოდ გავიცანით ერთმანეთი. პარალელურად ერთ გუნდში ვმუშაობდით და ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა ბედნისწერაა. უკვე მე-7 წელია ერთად ვართ.
- სამომავლო გეგემებზეც მოგვიყევი ცოტა, როგორც პირადში ასევე კარიერაში...
- ასე დაგეგმილი არაფერი მაქვს, მინდა მაქსიმლაურად განვავითარო ჩემი თავი, ჩავუღრმავდე ჩემს საქმიანობას, რადგან როგორც მივხვდი შრომა მაინც ფასდება და ვცდილობ, ყველანაირად შევუწყო ჩემს თავს ხელი რომ მაქსილამურად საუკეთესო შედეგი დავდო, ყველაფერი ისე იყოს როგორც წარმომიდგენია, ამას კი ნამდვილად, ბევრი შრომა სჭირდება.
- ძველ ანანოს რომ გადახედო, რას ეტყოდი 5 წლის წინანადელ შენს თავს?
- ვეტყოდი რომ გაუძელი ანანო, გჯეროდეს ყველაფრის. რომ ვუყურებ და მახსენდება, დიდი გზა გამოვიარე. ცხოვრებაში რთული პერიოდებიც მქონდა და მიხარია, რომ სწორ გზაზე დავდექი, ვიშრომე, სირთულეები გადავლახე. ჩემი პირველი სამსახური მახსოვს, პრომო გოგონა ვიყავი, სადაც ერთ დღეში 25 ლარი გადამიხადეს და სახლში გახარებული მივედი, დედას ვუთხარი, დე ნახე ფული მოვიტანე მეთქი. ის პერიოდი რომ არა, დღეს ისეთი არ ვიქნებოდი როგორიც ვარ და არც ეს ყველაფერი მექნებოდა.