მოდელი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამსა“ და „ტიკტოკზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 54 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთი ჟღენტი და მისი მეუღლე თორნიკე ქებურია მესამე შვილს ელოდებიან.
დღეს ქეთი ჟღენტი იუბილარია და, როგორც ჩანს, მეგობრებისა და ახლობლებისგან უამრავ მილოცვას იღებს. „ბედნიერი იყავი, დე! ყველა სიტყვა უძლურია იმის გადმოსაცემად, თუ როგორ მიყვარხარ, როგორი ხარ... არ ვიცი, რით დავიმსახურე, რომ ამირჩიე და ასე გამაბედნიერე. ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე დიდი საოცრება ხარ, დასტური იმისა, რომ არსებობს უდიდესი სიყვარულის ძალა, სულის სილამაზის ძალა და სულის სიძლიერე, რაც ხარ მთლიანად შენ. შენ დედიკოს სიყვარულზე მეტად უყვარხარ“ - წერს ქეთი ჟღენტს დედა, ლიკა შენგელია. ემოციურ წერილს აქვეყნებს მოდელის ძმაც, ბუბუ ჟღენტი: „ვულოცავ დაბადების დღეს ყველაზე ლამაზ და საუკეთესო დას მსოფლიოში, ძალიან მიყვარხარ“.


„ინსტაგრამსთორიდან“ ჩანს, რომ მოდელმა მეუღლისგან საჩუქრად წითელი ვარდების თაიგული მიიღო. ქეთიმ თაიგულთან ერთად პოზირებაც მოასწრო და არაერთი ფოტოც გამოაქვეყნა.

"ბედნიერი დაბადების დღე მე" - დაწერა მოდელმა ფოტოზე.

თორნიკე, იგივე თოშა ქებურიამ ქეთი ჟღენტს ხელი კანის სანაპიროზე, რომანტიკულ გარემოში სთხოვა, მანამდე კი რჩეულთან ერთად საფრანგეთში გამგზავრებისთვის ნებართვა ქეთის მშობლებისგან აიღო. წყვილს უკვე ორი შვილი, კატერინა და ბუბა ჰყავს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>