როგორ გამოიყურება 5 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი - მომღერალმა თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესი გაუმხილა და სცენას დროებით დაემშვიდობა - Marao

როგორ გამოიყურება 5 თვის ორსული ანიტა რაჭველიშვილი - მომღერალმა თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესი გაუმხილა და სცენას დროებით დაემშვიდობა

2021-07-26 14:16:08+04:00


რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი ბავშვს ელოდება. ანიტამ, რომელიც მუდმივად აქტიურობდა სოციალურ ქსელში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ხმაურიანი პოსტებით ეხმაურებოდა, ერთგვარი პაუზა აიღო.

როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ორსულობის თვეები სიმშვიდეში გაატაროს. ამჯერად ანიტამ "ინსტაგრამზე" გადმოინაცვლა.

მომღერალმა 5 თვის ორსულობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ოპერის მომღერალი თაყვანისმცემლებს სწერს, რომ სცენას დროებით დაემშვიდობა და იანვარში, გოგონას დაბადების შემდეგ დაბრუნდება.

"ორსულობის მეხუთე თვე და ჩემი ბოლო შესრულება ხანგრძლივი შესვენების წინ, რომელიც ახლა იწყება. ნოემბრის ბოლოს პატარა გოგო დაიბადება, დაბრუნებას იანვრისთვის ვგეგმავ. San Carlo-ს თეატრში ჩემი დებიუტი იყო და არასდროს დამავიწყდება ეს ჯადოსნური საღამო. ზუსტად ეს საღამოა მიზეზი, რის გამოც სიმღერასა და თეატრს ვაღმერთებ. ყველაფერი იყო სრულყოფილი, ხოლო ჩვენ აღფრთოვანებულნი და ბედნიერები ვიყავით“, - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

განაგრძეთ კითხვა

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>