ვინ იყო კაცი, რომლის გამოც პრინცესა დაიანა გამუსლიმანებას აპირებდა - ლედი დის უცნობი სასიყვარულო ისტორია - Marao

ვინ იყო კაცი, რომლის გამოც პრინცესა დაიანა გამუსლიმანებას აპირებდა - ლედი დის უცნობი სასიყვარულო ისტორია

2021-07-30 19:22:59+04:00

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ საქველმოქმედო მისიებით. ისინი 2019 წელს პაკისტანში იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, პირნცესა დაიანა ამ ქვეყანას ორჯერ ეწვია. თუმცა, ოფიციალური ვიზიტების გარდა, ის პაკისტანს ხშირად სტუმრობდა, ამის მიზეზი კინ პაკისტანელი ექიმი იყო.

როდესაც საუბარია პრინცესა დაიანას პირად ცხოვრებაზე, პირველად ყველას აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი 19 წლის გოგო ახსენდება, შემდეგ კი - ამ წარუმატებელი ქორწინებისგან გამოწვეული იმედგაცრუება და სკანდალები. სამეფო ოჯახში არსებული ურთიერთობების, რომანებისა და ღალატის შესახებ დღემდე წერენ ცნობილი გამოცემები, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კი დაიანასა და ჯეიმს ჰიუითის სიყვარულის ისტორია იყო. ამბობდნენ იმასაც, რომ პრინცი ჰარის მამა სწორედ ჯეიმსი იყო, თუმცა ამ ინფორმაციას არც ერთი მხარე ადასტურებდა. გარდა ამისა, არაერთი ჭორი გავრცელდა ლედი დის სასიყვარულო სამკუთხედების შესახებ, თუმცა ჰასატ ხანი დიდი ხნის განმავლობაში კულისებს მიღმა რჩებოდა. ჰასატ ხანი არ ყოფილა არც სამეფო ოჯახის წარმომადეგნელი და არც მილიონერი ბიზნესმენი, ის უბრალო ექიმი იყო და ლონდონის სამეფო საავადმყოფოში კარდიოქირურგად მუშაობდა. პრინცესას გული მას ორი წლის განმავლობაში ეკუთვნოდა.

ლედი დაიანა და ჰასატ ხანი ერთმანეთს 1995 წელს შეხვდნენ, ჰასატი დაიანას უბრალოებამ აღაფრთოვანა და გაოცებული იყო, რომ ის უბრალოდ ადამიანებს მართლაც ეხმარებოდა როგორც მორალურად, ისე ფინანსურად. პრინცესას სურდა, უკეთ გაეცნო საყვარელი მამაკაცის სამშობლო და იმოგზაურა კიდეც იქ. გაეცნო იქაურ კულტურას, ტრადიციებს და გარდერობი ტრადიციული სამოსითაც შეავსო. „ჩვენს ურთიერთობაში არ იყო იერარქია, ის არ იყო პრინცესა, მე არ ვიყავი ექიმი“ - ამბობდა ჰასატ ხანი.

ლედი დაიანამ მალევე გამოავლინა ინტერესი სამედიცინო სფეროს მიღმა, გაზეთები წერდნენ და ბეჭდავდნენ ფოტოებს, როგორ ესწრებოდა ის გულის გადანერგვის ოპერაციებს. ეს საუკეთესო შანსი იყო, რომ საყვარელი მამაკაცი ენახა და ზოგჯერ ღამის მორიგეობის დროს მასთან ერთად ყოფილიყო ისე, რომ ჟურნალისტებს არაფერი გაეგოთ.

ჰასატს არ სურდა ამ ურთიერთობის გასაჯაროება, ლედი დი კი ქორწილზე ოცნებობდა. საბოლოო უთანხმოება კი ჰასატის ოჯახის გამო მოხდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ექიმის მამა ამბობდა: „ჩვენი ვაჟი მასზე არ იქორწინებს. ჩვენ უკვე ვეძებთ საცოლეს ჰასატისთვის. ჩვენი რძალი აუცილებლად მუსლიმი უნდა იყოს“. პრინცესამ უკან არ დაიხია და ექიმის ოჯახს ორჯერ ეწვია, რათა მათ გასაუბრებოდა და კეთილგანწყობა მოეპოვებინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოჯახისთვის ტრადიციები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ჰასატი ხვდებოდა, რომ ლედი დისთან დაშორების დრო ახლოვდებოდა, თუმცა არაფრის გაკეთება შეეძლო. ერთი რამ ცხადია - მან პრინცესას გული ძალიან ატკინა და მისი ოცნებებიც დაამსხვრია. ჰასანთან დაშორების შემდეგ დაიანამ ურთიერთობა მალევე დაიწყო დოდი ალ-ფაიედთან, თუმცა იყო ეს ნამდვილი სიყვარული თუ ჰასატის ეჭვიანობის მცდელობა, არავინ იცის.

ჰასატისა და დაიანას სიყვარულის ისტორია მალევე მოექცა ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში, 2013 წელს კი ამ თემაზე ფილმის გადაიღეს, სახელწოდებით „დაიანა: სიყვარულის ისტორია“. ფილმმა უარყოფითი შეფასება დაიმსახურა არაერთმა ცნობილი ადამიანის მხრიდან, მათ შორის, თავად ჰასატისგანაც: „არასდროს ვნახავ ამ ფილმს, რომელიც არა რეალურ ამბებზე, არამედ ჭორებზეა აგებული“ - ამბობდა ის. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა ჰასატს ნამდვილი თავდასხმა მოუწყვეს და ცდილობდნენ, გაეგოთ, რა იყო სიმართლე. ეს ექიმისთვის დიდი სტრესი აღმოჩნდა და, საბოლოოდ, დიდი ბრუტანეთის დატოვება გადაწყვიტა, რათა აღარ მოესმინა კითხვები პირადი ურთიერთობის შესახებ. ის ამ თემაზე ხმამაღლა დღემდე არ საუბრობს და განმარტავს, რომ საჯაროდ მეგობრებსა და ოჯახზე არასდროს ილაპარაკებს.

ჰასატ ხანი და ლედი დაიანა ოცნებობდნენ საცხოვრებლად პაკისტანში გადასვლაზე, ექიმს ის საკუთარი კლინიკის გახსნა სურდა, პრინცესა კი ქალთა უფლებების საკითხზე მუშაობას აპირებდა. ოცნების ერთი ნაწილი ახდა და ჰასატმა მართლაც გახსნა საკუთარი საავადმყოფო, 2006 წელს ახალგაზრდა პაკისატანელ ქალზეც იქორწინა, თუმცა ქორწინება მხოლოდ წლიწად-ნახევარს გაგრძელდა. ლედი დაიანასთან ურთიერთობამ და მისმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, როგორც ჩანს, ჰასატის გულში წარუშლელი კვალი დატოვა.