„თუკი ვინემ ხართ ასეთ მდგომარეობაში, არასდროს დაკარგოთ იმედი“ - სალი წვერავას ემოციური ვიდეო - Marao

„თუკი ვინემ ხართ ასეთ მდგომარეობაში, არასდროს დაკარგოთ იმედი“ - სალი წვერავას ემოციური ვიდეო

2021-07-31 11:26:49+04:00


ქართველი ვლოგერების, გიორგი ჯობავასა და სალი წვერავას წყვილს სოციალურ ქსელში უკვე კარგად იცნობენ. ისინი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქტიურობენ და სახალისო ვიდეოებსა და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებენ.

სალი წვერავა „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით გულშემატკივრებს საკუთარ გამოდილებასაც ხშირად უზიარებს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევებსაც აძლევს. ამჯერად კი ის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მის ოჯახში 10-წლიანი ლოდინის შემდეგ დღეს ტყუპები დაიბადნენ:

„არ ვიცი, ჩემს გამომწერებში რამდენი ხართ ისეთი, ვისაც არ გყავთ შვილი, ექიმები გაძლევენ იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყოველი მცდელობა არის უშედეგო. ჩვენ, ჩემი ოჯახი და ჩემი ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ამ ყველაფერს გავდიოდით ათი წელი, დღეს ვარ სამშობიროში და ათი წლის შემდეგ გვაქვს ბედნიერება, ვთქვათ, რომ ჩვენს ოჯახში დაიბადნენ ტყუპები - ორი ტყუპის, გოგოს და ბიჭის დედიკო გახდა ჩემი ძვირფასი ადამიანი. იმდენ ხანს ველოდებოდით, თავი სიზმარში მგონია. ძალიან ბედნიერი ვარ და ემოციებში ვართ მთელი ოჯახი, ზეიმი გვაქვს, იმიტომ, რომ ველოდებიდით და არ ვკარგავდით იმედს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინმე ხართ მსგავს მდგომარეობაში, არასდროს დაკარგოთ იმედი და აუცილებლად გექნებათ იმის საშუალება, რომ გახდეთ მშობლები და ძალიან ბედნიერები იყოთ. მინდა, ყველა ქალს ჰქონდეს შესაძლებლობა აგხდეს დედა. ჩვენი ოჯახი არის ნათელი მაგალითი, როგორ არ დავკარგეთ იმედი და ბოლომდე მივყევით და გვჯეროდა და გვწამდა“ - ამბობს სალი წვერავა.