„მე თავისუფალი ვარ! ჩემმა დამ საკუთარი სიცოცხლე შემომწირა“ - ტყუპების მისტიკური ისტორია - Marao

„მე თავისუფალი ვარ! ჩემმა დამ საკუთარი სიცოცხლე შემომწირა“ - ტყუპების მისტიკური ისტორია

2021-07-31 15:32:04+04:00

შესაძლოა, ტყუპები ფიზიკურად დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ შორის სულიერი კავშირი არასდროს წყდება. დები იუნი და ჯენიფერ გიბონსები ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ. მათი ურთიერთობა განსაკუთრებული და უნიკალურია და, როგორც ამბობენ, დებს შორის თანაგრძნობა და სიყვარული არნახულ ხარისხშია. ალბათ, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ერთმა დამ საკუთარი ტყუპისთვის სიცოცხლეც კი არ დაიშურა. ეს ამბავი დღემდე საიდუმლოებითა და ბურუსითაა მოცული.

ტყუპები იუნი და ჯენიფერი დაიბადნენ 1963 წლის 11 აპრილს გლორია და ობრი გიბონსების ოჯახში. გოგონების დაბადებიდან მალევე, მათი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ უელსის პატარა ქალაქ ჰავერფორდვესტში, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ობრი გიბონსი, ბრიტანეთის საჰაერო ძალების მექანიკოსი, სამუშაოდ სწორედ ამ ქალაქში გაუშვეს. მშბოლები ფიქრობდნენ, რომ ეს წყანრი და მშივიდ ადგილი შვილების აღსაზრდელად საუკეთესო იყო.

გლორია დიასახლისი იყო, ამიტომ გოგონები ბაღში არ დადიოდნენ და ამ ფუნქციას თავად დედა ითავსებდა. გლორია შვილებთან დიდ დროს ატარებდა უცნაურობა მათ ქცევებში მალევე შენიშნა. თავიდან მან იფიქრა, რომ გოგონები უბრალოდ მორცხვები იყვნენ და ამიტომ არ ესაუბრებოდნენ არავის ერთმანეთის გარდა. დედა ამბობდა, რომ მთავარია, ტყუპები ერთმანეთს კარგად უგებენ და დიდობაში შეძლებენ, ერთმანეთისთვის საიმედო საყრდენი იყვნენ.

გავიდა თვეები, წლები, თუმცა ტყუპები არ ცდილობდნენ სოციალური წლის გაფართოებას, ამას ისიც ერთვოდა, რომ გოგონებს მეტყველების სერიოზული დარღვევა ჰქონდათ და მათი თითქმის არავის ესმოდა. მშობლებმა მათი სპეციალისტთან მიყვანა, რატომღაც, არ გადაწყვიტეს.

1968 წელს გლორისა და ობრის კიდევ ერთი ქალიშვილი, როზი შეეძინათ. დედას ახლა ნაკლებ დრო ჰქონდა უფროსი შვილების მისახედად. როდესაც ტყუპები სკოლაში უნდა წასულიყვნენ, მშობლები ნერვიულობდნენ, რომ ისინი თანაკლასელებთან კონტაქტს ვერ შეძლებდნენ - იმ დროს დედასაც კი რთულად ესმოდა მათი ფრაზები. სირთულეს წარმოადეგნდა ისიც, რომ ამ მხარეში გიბონსების ოჯახი ერთადერთი შავკანიანი ოჯახი იყო. ტყუპებს კი ამ ნიშნითაც გამოარჩევდნენ და კლასელები კანის ფერის გამო მათ ფიზიკურადაც კი უსწორდებოდნენ. გოგონები თავის დაცვას ვერ ახერხებდნენ, მასწავლებელი კი აგრესიული მოსწავლეების წინააღმდეგ ვერაფერს აკეთებდნენ, ამის გამო ჯენიფერმა და იუნიმ სკოლა დროზე ადრე დატოვეს. ამას მათზე უარყოფითი გავლენა იქონია, ისინი უფრო ჩაკეტილები გახდნენ და მშობლებსაც კი აღარ ესაუბრებოდნენ. გამონაკლისი უმცროსი და, როზი იყო, რომელსაც იშვიათად, მაგრამ მაინც ეკონტაქტებოდნენ. მშობლები მათ დახმარებას არაფრით ცდილობდნენ. ოჯახი, თითქოს, ორად გაიყო, ერთ მხარეს დარჩნენ ტყუპები, ხოლო მეორე მხარეს მშობლები და როზი. გამუდმებული ბულინგი და გოგონების საჭიროებების იგნორი, ცხადია, უშედეგო არ ყოფილა - ტყუპებმა გამოიგონეს საკუთარი ენა, რომელიც მათ გარდა არავის ესმოდა. ამ ფენომენს კრიპტოფაზია ეწოდება. ასეთი შემთხვევა ისტორიას არაერთი ახსოვს, როცა ადრეულ ასაკში ტყუპები იდივიუალურ საკომუნიკაციო გზას იგონებენ, თუმცა შემდეგ მას ივიწყებენ და ცოხვრებას ჩეულებრივად აქგრძელებენ. იუნისა და ჯენიფერის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა, მათი განსხვავებული მეტყველება ყოველდღიურად იხვეწებოდა და სხვებისთვის უფრო და უფრო გაუგებარი ხდებოდა.

როდესაც გოგონები 14 წლის იყვნენ, სკოლის ფსიქოლოგი დაინტერესდა მათი მდგომარეობით და მშობლებს ურჩია, სპეციალისტთან მიეყვანა ისინი. მკურნალობას შედეგი რომ ვერ გამოიღო, ტყუპები ერთმანეთს დააშორეს და სხვადასხვა ინტერნატში გაგზავნეს, რათა სოციალიზაცია დაეწყოთ. ამან მდგომარეობა უფრო გაამწვავა - მათ უარი თქვეს კვებაზე, არ მოძრაობდნენ და არ პასუხობდნენ სამედიცინო პერსონალის კითხვებს. საბოლოოდ, მშობლებმა შვილები სახლში წაიყვანეს, სადაც მათ ერთმანეთთან კონტაქტი კვლავ გააგრძელეს, ითამაშეს, ისაუბრეს. ეს იყო მათი სამყარო, რომელშიც უნებართვოდ შესვლა არავის შეეძლო.

გოგონებმა საკუთარი ფიქრები ფურცელზეც გადაიტანეს დ არამდენიმე რომანი დაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპებს ძალიან უნდოდათ, გამხდარიყვნენ ცნობილი მწერლები, მათი რომანების დაბეჭდვაზე გამომცემლობებმა უარი თქვეს, რადგან რომანები ძირითადად ბოროტებაზე იყო აგებული.

რომანების გარდა, დები დღიურებსაც აწარმოებდნენ, საიდანაც გაირკვა, რომ მათი ურთიერთობა იდელური არ ყოფილა. ჯენიფერის თქმით, მისი და მისი აჩრდილი იყო და მისგან გათავისუფლება სურდა. იუნი კი წერდა, რომ ჯენიფერს შეეძლო მკვლელობის ჩადენა და მის თვალებში ყოველთვის სიკვდილს ხედავდა. ერთხელ ჯენიფერმა მართლაც სცადა იუნის დახრჩობა. შეიძლება ითქვას, რომ დებს ერთმანეთი თანაბრად სძულდათ და უყვარდათ.

სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონებმა განიზრახეს, რომ გამხდარიყვნენ ცნობილი მწერლები და ამისთვის არარდინალურ გზებს მიმართეს: დაწვეს ტექნიკის მაღაზია, გაძარცვეს კოლეჯი, არაერთხელ დაესხნენ თავს მოქალაქეებს და თავშესაფარში ცეცხლის გაჩენაც სცადეს. დებმა მიზანს მიაღწიეს - ბრიტანული მედია აჭრელდა მათი სახელებით. ისინი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდენენ და ერთმანეთისგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ. ექიმებმა არმოაჩინეს, რომ ტყუპები დაშორებისას ისევ მსგავს მდგომარეობაშ ჩაცვივდნენ - არ მოძრაობდნენ, არ იკვებებოდნენ... ისინი დერეფანში ერთმანეთს კვლავ საკუთარ ენაზე ესაუბრებოდნენ და უცხო ადამიანებს არ ეკონტაქტებოდნენ. პირველად უცნობს 11 წლის შემდეგ გაესაუბრნენ და ეს ჟურნალისტი, მაიორი უოლესი იყო. მშობლებსა და დას, როზს, ტყუპების ნახვის უფლება არ ჰქონდათ.

დებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას მხოლოდ ერთ-ერთი ტყუპის გარდაცვალების შემდეგ დაიწყებდა მეორე. ჯენიფერმა მაშინვე დაამატა, რომ პირველი სწორედ ის მოკვდებოდა: „ჩვენ არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე და სულ ერთად ვიქნებით, თუმცა ერთ-ერთი ჩვეგანი უნდა მოკვდეს, რათა მეორემ დაიწყოს ნორმალური ცხოვრება.

კარგი ქცევის გამო გოგონებს სხვა კლინიკაში გადასვლის უფლება მისცეს. როდესაც ისინი მანქანაში ჩასხდენე, ჯენიფერმა დას უჩურჩულა, რომ ის მალე „წავიდოდა“, თავი იუნის კალთაზე დადო, თვალები დახუჭა და მისი გარვიძება ვეღარავინ შეძლო. დიაგნოზი გულის მწვავე ანთება აღმოცნდა, თუმცა როგორ იგრძნო ეს წინასწარ მან, არავინ იცის. წლების შემდეგ ჟურნალისტი კვლავ დაბრუნდა იუნთან, რომელმაც მას უთხრა, რომ მისმა დამ, ჯენიფერმა, ის გაათავისუფლა. სამი წლის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს და, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, მან ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანივით გააგრძელა. ჩვენ დავიღალეთ ომით. ეს იყო ხანგრძლივი ბრძოლა ... ვიღაცამ უნდა დაარღვიოს მანკიერი წრე“ - ამ ფრაზით მთავრდება გარდაცვლილი ტყუპის, ჯენიფერის ბოლო ჩანაწერი დღიურში.