აგვისტოს სასიყვარულო ასტროპროგნოზი - ნახეთ, ვის ელის დაუვიწყარი რომანი - Marao

აგვისტოს სასიყვარულო ასტროპროგნოზი - ნახეთ, ვის ელის დაუვიწყარი რომანი

2021-08-02 20:37:20+04:00


აგვისტოს ცხელ დღეებს თავგადასავლების გარეშე ნუ გააცდენთ. თქვენი მისიაა დატკბეთ თითოეული დღით, რათა ზამთრის ცივ დღეებში ტკბილი მოსაგონარი გქონდეთ.

ვერძი

მარტოხელებისთვის: მამაკაცების ყურადღების დეფიციტს თუ გრძნობთ, გამოიჩინეთ ინიციატივა. არაფერზე იდარდოთ, არ ინანებთ, თუ თამამ ნაბიჯს გადადგამთ.

რჩევა: ინიციატივის გამოჩენას მხოლოდ სამსახურში არ გირჩევთ, დაისვენეთ ოფისისგან.

დაწყვილებულებისთვის: იყავით რომანტიკული, მოაწყვეთ სიყვარულის დღესასწაული.

რჩევა: თუმცა საყვარელ ადამიანზე გადაყოლილს საკუთარი თავი ნუ დაგავიწყდებათ.

კურო

მარტოხელებისთვის: რომანტიკული შეხვედრები კარგია, მაგრამ უმჯობესია, სიტუაცია გაასერიოზულოთ. მთავარია, თავად იყოთ მზად.

რჩევა: გაერკვიეთ საკუთარ თავში და შექმენით მყარი კავშირი.

დაწყვილებულებისთვის: შვებულება საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. იყავით თბილი და მოსიყვარულე.

რჩევა: ნუ იკამათებთ საყოფაცხოვრებო წვრილმანების გამო.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: აქტიურად იქნებით ჩართული სოციალურ ცხოვრებაში. მოგიწევთ სხვადასხვა წვეულებაზე დასწრება. თუ მოინდომებთ, სადმე გადაეყრებით თქვენთვის საინტერესო პიროვნებას.

რჩევა: ცხოვრება დღესასწაულად რომ არ მოგეჩვენოთ, რამე სასარგებლო გააკეთეთ, მაგალითად... რემონტი.

დაწყვილებულებისთვის: მოერიდეთ ზედმეტი ფულის ფლანგვას. უმჯობესია, ფული სასარგებლო საქმიანობაზე დახარჯოთ.

რჩევა: სხვათა შორის, აგვისტოში შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მამაკაცებთან. გაითვალისწინეთ წარსულის შეცდომები, მომავალში რომ არ გაიმეოროთ. აგვისტოს მეორე ნახევარში რომანტიკული თავგადასავალი გელოდებათ.

რჩევა: მოერიდეთ გარეგნობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს, შედეგმა არ გაგაწბილოთ.

დაწყვილებულებისთვის: სიახლეები გსურთ, ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ. აიყოლიეთ საყვარელი ადამიანი და რომანტიკული სიგიჟეებით გაიხალისეთ ცხოვრება.

რჩევა: ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს, დაიმუხტოთ ახალი ენერგიით და საინტერესო გაიხადოთ ცხოვრება.

ლომი

მარტოხელებისთვის: ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სასიამოვნო ცვლილებები გელით და გააქტიურდით, არ იზარმაცოთ. ეცადეთ, მოიცილოთ ყველაფერი ის, რაც წარსულში, წარუმატებლობაში გაბრუნებთ.

რჩევა: იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - ფიზიკურზეც და მენტალურზეც. დაბადების დღის წინა პერიოდები ცოტა რთული და დაძაბულია და გაფრთხილდით.

დაწყვილებულებისთვის: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საზაფხულო საქმეების სიიდან ყველაფერი არ გაგიკეთებიათ. გამოიყენეთ აგვისტო ემოციებისთვის, ვნებისთვის, კოცნების, ცეკვებისა და მოგზაურობისთვის.

რჩევა: მოიშორეთ ყველა ის საქმიანობა, რაც ნერვებს გიშლით, მაგალითად, დიეტა.

ქალწული

მარტოხელებისთვის: ვენერა აგვისტოს დასაწყისში თქვენს ნიშანში იქნება. მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა. საინტერესო მამაკაცებსაც დააინტერესებთ. დასამახსოვრებელი რომანტიკული საღამოები გელით.

რჩევა: სამსახურის საქმეები კარგია, მაგრამ რომანტიკაც არაა ცუდი. იყავით ჰაეროვანი, მომხიბვლელი.

დაწყვილებულებისთვის: თქვენ მუდამ მუშაობთ და ახლა დასვენების დრო დაგიდგათ. საყვარელ ადამიანთან ერთად მოიწყვეთ დაუვიწყარი შვებულება.

რჩევა: უსაქმურობით ტკბობა და ნებივრობა უნდა ისწავლოთ.

სასწორი

მარტოხელებისთვის: სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ხართ, აი, ფლირტი კი "თავზე საყრელად" გექნებათ. მამაკაცები საჩუქრებით აგავსებენ.

რჩევა: ის, რაც თქვენია, თქვენგან არ წავა, ნუ დააჩქარებთ მოვლენებს.

დაწყვილებულებისთვის: ცხრა მთას გადალახავთ და ცხრა ზღვას გადაცურავთ კარიერაში სასურველის მისაღწევად, მაგრამ უმჯობესია, სექტემბრის ბოლოს დაელოდოთ.

რჩევა: დატკბით აგვისტოს მზიანი დღეებით, იყავით მხიარული და მოსიყვარულე საყვარელი ადამიანისთვის.

მორიელი

მარტოხელებისთვის: საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის თვეა. ჩამოყალიბდით, ვინ გსურთ, თქვენ გვერდით იხილოთ, თავს ყველას ნუ გაუყადრებთ.

რჩევა: გრძნობებსა და ემოციებში თავით გადავარდნა თუ გსურთ, შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ.

დაწყვილებულებისთვის: აგვისტოში მიხვდებით, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოება მოგენატრათ და გადაწყვეტთ, თაფლობის თვე მოიწყოთ.

რჩევა: ცუდ ხასიათზე როცა იქნებით, რამე საქმით დაკავდით და საყვარელ ადამიანზე ნუ იყრით ჯავრს.

მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: სანამ თქვენი დაქალები ისვენებენ, თქვენ სამსახურის საქმეებში ხართ ჩაფლული. სხვათა შორის, ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ვიდრე პაემნებზე სირბილი.

რჩევა: რომანტიკა სექტემბერში გელოდებათ, ახლა კი ვალდებულებებს ნუ მოცდებით.

დაწყვილებულებისთვის: დრო მოვიდა, საყვარელ ადამიანს პრეტენზიები ხმამაღლა გამოუცხადოთ. უთხარით ყველაფერი, რაც არ მოგწონთ და როგორც გსურთ, რომ იყოს, ოღონდ სიყვარულით.

რჩევა: ნუ გადადებთ საუბარს მომავლისთვის. მაგრამ არც ცხელ გულზე იკამათოთ.

თხის რქა

მარტოხელებისთვის: განმარტოება და სიმშვიდე დაივიწყეთ, 10 აგვისტოს შემდეგ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. დატკბით ვარსკვლავური სტატუსით.

რჩევა: სპონტანურ და დაუფიქრებელ შემოთავაზებეზეც კი არ თქვათ უარი.

დაწყვილებულებისთვის: საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება, სამსახურის საქმეები და მშვიდი საღამოები გელით აგვისტოში.

რჩევა: უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად გაიპარეთ ქალაქგარეთ და დატკბით ერთმანეთით.

მერწყული

მარტოხელებისთვის: ვარსკვლავები საინტერესო ნაცნობობას გპირდებიან, მაგრამ ნუ დაივიწყებთ თვითგანვითარებას. თაყვანისმცემლები კი არ მოგაკლდებათ.

რჩევა: მოიწყვეთ ფოტოსესია, რათა ზამთარში გაიხსენოთ ზაფხულის ლამაზი დღეები.

დაწყვილებულებისთვის: უმრავი საქმე და ვალდებულება გაქვთ მოსაგვარებელი. ყველა რჩევისთვის თქვენ მოგაკითხავთ. ჩართეთ ჯანსაღი ეგოიზმი და ისწავლეთ "არას" თქმა.

რჩევა: ძალიან ბევრს ფიქრობთ გარშემო მყოფებზე, დროა, საკუთარ თავზე იფიქროთ. თქვენ დაიმსახურეთ, რომ საკუთარი თავი დააყენოთ პირველ ადგილზე.

თევზები

მარტოხელებისთვის: მოგინდებათ ისეთი რამის გაკეთება, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ. შეიძლება რომანი გააბათ მეტროში ან სწრაფი კვების ობიექტის რიგში გაცნობილთან. ნუ იტყვით საკუთარ სურვილებზე უარს.

რჩევა: იყავით მის გვერდით, ვინც თქვენ მიმართ გულგრილი არაა.

დაწყვილებულებისთვის: არსებობს ორი მოსაზრება - თქვენი და არასწორი. გადაამოწმეთ, ესმის თუ არა პარტნიორს თქვენი.

რჩევა: ისწავლეთ საკუთარი აზრის, მოსაზრების გამოთქმა. უქმეებზე შეიძინეთ ყველაფერი პიკნიკისთვის და ისიამოვნეთ.