ჟურნალისტ ეკა ხოფერიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის სხვადასხვა დროს არაერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი იყო, 2020 წელს კი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. სოციალურ ქსელში არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ეკას უფროსი შვილი ანანო ლევიძეც. ანანოს ხშირად ამსგავსებენ დედას და ყოველთვის ხაზს უსვამენ მის გამორჩეულ გარეგნობას. გოგონამ სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა და სწავლა საზღვარგართ განაგრძო. როგორც ეკა ხოფერია წერდა, ანანო, უნივერსიტეტის პარალელურად, ბევრს მუშაობს.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა ანანოს პირადი ცხოვრებაც. როგორც ცნობილია, ის შეყვარებულია და მისი რჩეული მიშო აბულაძეა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს უნივერსიტეტში ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს.
ეკა ხოფერიას ქალიშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება და დაბადების დღეც სწორედ აქ, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა: „ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი თქვენგან, მადლობა კეთილი სურვილებისთვის“ - წერდა ანანო „ინსტაგრამზე“. როგორც ჩანს, ანანომ საკუთარი იუბილე საყვარელი ადამიანების გვერდით მხიარულად და სასიამოვნოდ გაატარა, წვეულების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები კი გამომწერებსაც გაუზიარა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>