ქართველმა სპორტსმენმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო და ორჭიდის ჯამში 488 კგ-იც დააფიქსირა, რაც მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია.
მსოფლიოს უძლიერეს ძალოსანი, 27 წლისაა და ორი შვილის მამაა. 2019 წლის ინტერვიუს დროს ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ოჯახთან მაქსიმალურ დროს ატარებს.
–ჩემი გოგონა რომ დაიბადა, მაშინ ვნახე და, კბილი რომ წამოუვიდა, ახლა ვნახე. მეუღლე ჩემი მხრიდან იმიტომაც იმსახურებს პატივისცემას, რომ მიგებს და კარგად იცის, რამხელა შრომა სჭირდება ამ სახეობას.
ახლა შედარებით თავისუფალი დრო მაქვს და მაქსიმალურ დროს ვატარებ მეუღლესთან და ბავშვთან. პამპერსის გამოცვლა, ჭამა, გასეირნება – ამ ყველაფერს ძალიან დიდი აზარტით ვაკეთებ, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>