ირაკლი კოდუასა და კატალინა დიდას ოჯახური იდილია - წყვილის ახალი ფოტოები ზღვის სანაპიროდან - Marao

ირაკლი კოდუასა და კატალინა დიდას ოჯახური იდილია - წყვილის ახალი ფოტოები ზღვის სანაპიროდან

2021-08-07 12:59:26+04:00


ერეკლე კოდუა, რომელიც მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანთან ქორწინების შემდეგ გახდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოდნა წავიდა. ის უნგრეთში ცხოვრობს, სადაც მეუღლე, კატალინა დიდა გაიცნო. კატალინა (კატიკა) დიდა უკრანული წარმოშობისაა და, კოდუას ევროპაში ჩასვლის შემდეგ, მის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს და, როგორც ჩანს, ქართველ ნათესავებსაც ხშირად მასპინძლობს.

ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ მეუღლესა და მასთან დაშორებაზე წელბის წინ ღიად საუბრობდა. ამ თემაზე მან განცხადება გადაცემა „პროფილშიც“ გააკეთა, რასაც საზოგადოებისგან დიდი გამოხამურება მოჰყვა, მათ შორის, ირაკლი კოდუსა და მისი მეუღლის მხრიდანაც: „გამარჯობა. მე ყაზახი არ ვარ. უკრაინაში დავიბადე და უნგრეთის მოქალაქე ვარ. ირაკლიმ ყველა კომენტარი მითარგმნა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენზე დადებითად წერს, თუმცა გული დამწყდა, რომ ამდენი ბოროტი ადამიანია... მე არ ვიცნობდი ქართველებს, ირაკლი პირველი ქართველია, ვინც გავიცანი. მის მაგალითზე მეგონა, რომ ყველა ქართველი კარგია... თუმცა ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ არის. ხალხო, რა გჭირთ? მე ის არავისთვის წარმითმევია. ირაკლი უნგრეთში გავიცანი და ის აქ მარტო იყო, ლტოლვილი. მის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემიყვარდა. ის ისევე მარტო იყო, როდესაც ნანა ჟორჟოლიანმა გაიცნო, 4 შვილის მამა, მეცინება და არ არის ჩემთვის კომფორტული, როდესაც იმ ქალს მადარებენ, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მადლობა ყველას, გისურვებთ მეტ სიკეთეს“ - წერდა კატალინა დიდა.

მიუხედავად საზოგადოების კრიტიკისა, წყვილი ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და ბევრს მოგზაურობს. ამჯერად ისინი ფოტოებს სწორედ ზღვის სანაპიროდან აქვეყნებენ. ირაკლი კოდუასთვის ეს მესამე წორწინებაა. მას წინა ურთიერთობებიდან 5 შვილი ჰყავს.