2021 წლის 6 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი გახდა. სპორტსმენისთვის გადამწყვეტი ბოლო წამები აღმოჩნდა, რადგან მეტოქესთან სწორედ ბოლო წამში ერთი ქულით დამარცხდა.
ტიტულოვანი სპორტსმენისგან საქართველოს ოქროს მედლის მოლოდინი ჰქონდა, უმაღლეს ჯილდოს ელოდა თავად პეტრიაშვილიც, რომელიც დაჯილდოვების დროს ოლიმპიურ კვარცხლბეგზე ატირდა.
27 წლის ფალავანის ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. დღეს ყველა მედია იხსენებდა იმ დროს, როდესაც 11 წლის ასაკში გენო პეტრიაშვილი ტყვეობაში აღმოჩნდა. 2005 წლის 19 აგვისტოს, 11 წლის გენო, ქარელის რაიონის სოფელ ნულიდან, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ოსურ-ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ოკუპირებული ჯავის რაიონის მიმართულებით გაიტაცა.
ბიჭმა ტყვეობაში 99 დღე გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ 2005 წლის 25 ნოემბერს მოხერხდა. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება ტყვეობაში ყოფნის დროს, ბიჭი საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფებოდა.
გათავისუფლების შემდეგ სტრესის დაძლევა გენოსთვის მარტივი არ ყოფილა. ამბობენ, რომ ჭიდაობაზე შეყვარებულ გენოს, ურთულესი წლები მისმა გამზრდელმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გადაატანინა. დღეს მწვრთნელი მის გვერდით არ ყოფილა, რადგან ბატონი ნუგზარი 2021 წლის 24 იანვარს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>