მომღერალ სალომე ბაკურაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარული წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური შოუს წყალობით გახდა და მსმენელის სიყვარულიც მალევე დაიმსახურა. მას შემდეგ სალომე საკუთარი კარიერისა თუ პირადი ცხოვრების გამო ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მომღერალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა.
ამჯერად სალომე ბაკურაძე თავს კარგად გრძნობს და, როგორც ცნობილია, მეუღლესთან ერთად ამერიკაში ისვენებს. ის ფოტოებსა და ვიდეოებს ამერიკაში მყოფ ქართველ მეგობრებთან, ნინი წიკლაურსა და ნინი შერმადინთან ერთადაც აქვეყნებს.
![](/media/images/stories/salomeba.jpg)
როგორც ჩანს, მომღერალი მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებს მხიარულად და სასიამოვნოდ ატარებს. ამერიკული არდადეგების ამსახველ ფოტოებს კი გულშემატკივრებსაც ხშირად უზიარებს.
![](/media/images/stories/salome-2.jpg)
![](/media/images/stories/salome-1.jpg)
<div>
</div>
<div>
</div>