ნანუკა ჟორჟოლიანის შვილს, მარიამ გეგუჩაძეს საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. პოპულარული დედის მსგავსად, მარიამსაც აქტიური ცხოვრების სტილი აქვს და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩნდება.
მარიამ გეგუჩაძემ რამდენჯერმე ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო და თანამოაზრესთან, ნოდარ რუხაძესთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობდა. როგორც ცნობილია, მარიამი პარიზში სწავლობდა და იქ მუშაობასაც გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
როგორც ჩანს, მარიამი ოჯახთან, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად დიდ დროს ატარებს. ცოტა ხნის წინ მან ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად სხვანეთში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი ოჯახმა ნანუკას დაბადების დღე სეიშეილის კუნძულებზე აღნიშნა და გულშემატკივრებს უალამაზესი კადრებიც გაუზიარა.
გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიამ გეგუჩაძე ყოველთვის იდეალურ ფორმაშია და მას განსაკუთრებული სტილი აქვს. როგორ ჩანს, ზაფხულის ცხელ დღეებში მარიამი ფერად და ნათელ სამოსს ანიჭებს უპირატესობას, განსაკუთრებით მოსწონს ვარდისფერი, წითელი, მწვანე და თეთრი სამოსი.
ის კამერების წინ ხშირად ჩნდება ყოველდღიური სტილით, ხშირად ირგებს ფერად, ჭრელ კაბებასაც და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს: „საოცრება ხარ“, „მარიამ, ძალიან ლამაზი კაბაა, სად შევიძენ?“, „მიყვარს ეს ფერადი სულის გოგო“, „რა ლამაზი ხარ“, „საოცრად პოზიტიური და ფერადი გოგო“- წერენ „ინსტაგრამზე“.