„როგორ მომწონს ეს ულამაზესი წყვილი“ - კონსტანტინე თედელური და ანი ჩირაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებენ - Marao

„როგორ მომწონს ეს ულამაზესი წყვილი“ - კონსტანტინე თედელური და ანი ჩირაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებენ

2021-08-10 13:41:06+04:00


მსახიობი ანი ჩირაძე ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო და მისი პერსონაჟი ჩიკა მალევე შეიყვარა. ანის გამოჩენიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მან „მასტერშეფის“ ჟიურის ერთ-ერთ წევრზე, კონსტანტინე თედელურზე იქორწინა. წყვილმა ხელი თელავში მოაწერა და, მიუხედავად ხანგრძლივი ურთიერთობისა, როგორც აღმოჩნდა, ეს გადაწყვეტილება სპონტანური იყო.

მას შემდეგ ანი ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. მათ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე გულშემატკივრები არასდროს იშურებენ დადებით შეფასებასა და კომპლიმენტებს. ცხადია, გამონაკლისი არც კონსტანტინეს მიერ ბოლოს გაზიარებული ულამაზესი კადრებია: „როგორ მომწონს ულამაზესი წყვილი“, „რა კარგები ხართ“, „ამ ფოტოს ფონად უნდა მოყვებოდეს იშხნელების მუსიკა” - წერენ „ინსტაგრამზე“.

"დასვენება, ღვინო და ხედი", - წერს კონსტანტინე თედელური ფოტოს გამოქვეყნებისას.

ანა ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო და განვითარდა. როგორც ცნობილია, ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა. ორივე მათგანი მანამდე დაოჯახებული იყო და შვილებიც ჰყავთ.