„რაც დრო გადის, უფრო მაკლია და მენატრება... ძალიან უყვარდა სიცოცხლე, ვერ თმობდა...“ - ლიზა ბაგრატიონი ემოციურ წერილს აქვეყნებს - Marao

„რაც დრო გადის, უფრო მაკლია და მენატრება... ძალიან უყვარდა სიცოცხლე, ვერ თმობდა...“ - ლიზა ბაგრატიონი ემოციურ წერილს აქვეყნებს

2021-08-10 14:04:38+04:00


მომღერალი ლიზა ბაგრატიონი სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს როგორც პირად ფოტოებს, ისე კარიერულ სიახლეებს. ამჯერად ლიზა ბაგრატიონი ემოციურ პოსტს გია ყანჩელის შესახებ აქვეყნებს, სადაც წერს, რომ კომპოზიტორი 86 წლის გახდებოდა.

„რაც დრო გადის, უფრო მაკლია და მენატრება! სხვა ძალა ჰქონდა და სხვა ენერგიას ატარებდა! მუსიკაში 5 ფორტე და 5 პიანო უყვარდა. პაუზა… ურთიერთობაში ნუანსებითა და ობერტონებით, სხვადასხვა ინტერვალებითა და გრძელი პაუზებით, უხილავი ძაფებით გაბავდა სამუდამოდ. 86 წლის გახდებოდა! ძალიან უყვარდა სიცოცხლე… ვერ თმობდა… როგორ მიჭირს. მენატრება და ზუსტად ისევე მიყვარს. წავიდა, მაგრამ დატოვა ის, რასაც ვერავინ ვერსად წაიღებს, ვერაფრით გააფუჭებს და ყოველთვის ჩემი იქნება სიხარულისა და სევდის გასაზიარებლად! გმადლობ გია“ - წერს ლიზა ბაგრატიონი.