მე და ჩემს ქმარს საერთო ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ საკუთარი სურვილებისთვის თანხას არასდროს ვხარჯავ - Marao

მე და ჩემს ქმარს საერთო ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ საკუთარი სურვილებისთვის თანხას არასდროს ვხარჯავ

2021-08-12 11:48:01+04:00


"მარაოს" მკითხველებისგან არაერთი წერილი მოდის. ისინი საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებენ და რჩევებსაც იღებენ. გიზიარებთ ერთ-ერთ წერილს:

"მე და ჩემი ქმარი უკვე 13 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ. ამ ხნის მანძილზე ჩვენ საერთო ბიუჯეტი გვქონდა და ეს მარტივი არ ყოფილა, რადგან მას უყვარს ლუდის სმა, ზოგჯერ კაზინოშიც თამაშობს და მაინც მე მაკრიტიკებს ფულის გაფლანგვის გამო. ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ დასრულდა, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. ის, განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით, ყოველთვის ჩემზე მეტს გამოიმუშავებდა. წლები ისე გადიოდა, რომ საკუთარი თავისთვის კაპიკსაც კი არ ვხარჯავდი, ახალ კაბებსა და ფეხსაცმელზე რომ არაფერი ვთქვა, არც კი ვფიქრობდი კოსმეტიკასა და ქალებისთვის საჭირო სხვა წვრილმანებზე. არც დასასვენებლად დავდიოდი და თუკი სადმე წასვლა მინდოდა, ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა იყო...

ჩემი ქმარი ჩემზე ორჯერ ან სამჯერ მეტს გამოიმუშავებდა, ამის გამო კი ჩემს ხელფასს არაფრად თვლიდა. მიუხედავად ამისა, მე დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა, ვიყიდე ახალი კაბები, გავიკეთე მანიკიური და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, აუცილებელია! მას შემდეგ, რაც ბავშვები გაკვეთილებს ონლიან ესწრებოდნენ, მე კი მთელ დღეს სამსახურში ვატარებდი და სახლში დაბრუნებულს მათთვის ცოტა დრო მრჩებოდა, გადავწყვიტე, საკუთარი ბიზნესი დამეწყო. ცხადია, ყველა ბიზნესს სჭირდება ინვესტიცია, ჩემმა ქმარმა კი გამომიცხადა, რომ ჩემი სურვილების დაკმაყოფილებისთვის ის ფულს არ გაიღებს. როცა ჩვენ საერთო ბიუჯეტი გვქონდა და მეც და ისიც ხელფასს ამ „სალაროში“ ვდებდით, მაშინ კმაყოფილი იყო, ახლა კი, როცა მე დამჭირდა თანხა, ეს მთლიანად „მისი“ ფული აღმოჩნდა!

მე გადავწყვიტე, რომ ჩვენ საერთო ბიუჯეტი აღარ გვქონოდა და საკუთარი ფინანსების განკარგვა დამოუკიდებლად დავიწყე. ჩემი ქმარი დაჟინებით ითხოვდა, რომ ასე არ მოვქცეულიყავი და ახლა კი უნდა, სალაროში ჩავდო შემოსავალი ჩემი ჯერ არარსებული ბიზნესიდან. ამისთვის იხსენებს ჩემსა და მის ხელფასს, ამბობს, რომ მას ყოველთვის ჩემზე მეტი თანხა ჰქონდა...

თუ გსურთ, გქონდეთ საკუთარი ბიზნესი, ნუ შეგეშინდებათ, ჩადოთ თქვენი ერთო ან ორი თვის ხელფასი ინვესტიციად. ეს აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას, მაგრამ როგორ უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი ქმარს?!"