ბოლო პერიოდში ტაბლოდები ხშირად წერენ იმის შესახებ, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ვარსკვლავები ხშირად ბანაობას. ეს თემა ბევრისთვის სასაცილო და კომიკურია, თუმცა ჰოლივუდში იმ ვარსკვლავთა რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კამპანიას, სულ უფრო იზრდება. მათ შორის არიან: ჯეიკ ჯილენჰოლი, მეთიუ მაკკონაჰი, კამერონ დიასი, ეშტონ კაჩერი, მილა კუნისი და სხვ.
„მიმაჩნია, რომ ხშირად დაბანა აუცილებელი არ არის”, - უთხრა 40 წლის ჯილენჰოლმა Vanity Fair-ს გასულ კვირას. ამ მოსაზრებას იზიარებს კულტურის კრიტიკოსი სოფი ვეინერიც, რომლის განცხადებასაც 2019 წელს დიდი გამოხმაურება და კამათი მოჰყვა. მსგავსად ფიქრობს ტეილორ სვიფტიც, რომელმაც აღიარა, რომ შხაპის მიღების დროს სხეულის ზოგიერთ ნაწილს, მაგალითად, ფეხებს, საერთოდ არ იბანს.
სვიფტის აღიარებიდან ერთი დღის შემდეგ „ტვიტერზე“ 41 წლის იაშარ ალიმ პროვოკაციული პოსტი გამოაქვეყნა, სადაც რასობრივი დისკრიმინაციის გაღვივებას ცდილობდა და წერდა: „რატომ იქცევიან თეთრკანიანები ასე? ისინი გამოდიან და თამამად ამბობენ, რომ დაბანა მათთვის აუცილებელი არ არის“ - წერდა ის. პოსტმა უამრავი კომენტარი და გაზიარება მოაგროვა და მწვავე დისკუსიაც გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ დაბანის მოწინააღმდეგეთა კამპანია სულ უფრო ძლიერდება, ცხადია, ვარსკვლავებში საპირისპირო აზრიც არსებობს. მაგალითად, ჯეისონ მამოამ განაცხადა, რომ მას უყვარს ბანაობა და ამაზე უარს არ ამბობს. მისი აზრი გაიზიარა დუეინ ჯონსონმაც და თქვა, რომ ის შხაპს დღეში სამჯერ იღებს.
როგორც დოქტორი ჯული რუსაკი განმარტავს, ხშირად ბანაობა სასარგებლო სულაც არ არის. კანის ყოველდღიურად საპნით დამუშავება ანადგურებს მის მიკრობიომს, რაც დიდ როლს ასრულებს კანის დამცველობითი ფუნქციის შესრულებაში და ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვისაც.
ტეილორ სვიფტი
ტეილორ სვიფტმა ელენ დეჯენერესის შოუში სტუმრობისას გულწრფელად ისაუბრა იმაზე, რომ ის ფეხებიდან ზედმეტ თმას ყოველდღიურად იშორებს, თუმცა ცალკეულ საშუალებებს ფეხების დასაბანად არ იყენებს. მის ამ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ზოგმა მხარი დაუჭირა მომღერალს, ზოგი კი წერდა, რომ ეს მიუღებელია. ამბობდნენ იმასაც, რომ ტეილორის ყოფილ შეყვარებულთან დაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
ჯეიკ ჯილენჰოლი
„მე მგონია, რომ ცუდ სუნს ყოველთვის გადაფარავს კარგი მანერები“ - ამბობდა ჯეიკ ჯილენჰოლი ერთ-ერთ ინტერვიუში. ის ერთ-ერთია, ვინც მხარს უჭერს იშვიათად ბანაობის კამპანიას და ფიქრობს, რომ ადამიანის სხეულს თვითწენდის ფუნქცია აქვს. როგორც აღმოჩნდა, მის სახალისო განცხადებას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ერთ-ერთი მათგანი წერდა: „თუ ჯეიკი არ იღებს შხაპს, მე რატომ ვარ ვალდებული, ეს გავაკეთო?“
მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი
დაქს შეპარდის პოდკასტში სტუმრობა მილა კუნისისთვის სკანდალური აღმოჩნდა. სწორედ იქ განცხადა მან საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ იშვიათად ბანაობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მილა და ეშტონი საკუთარ შვილებსაც მხოლოდ მაშინ ბანენ, როცა მათ კანზე ან თმაზე ჭუჭყს ხედავენ.
კამერონ დიასი
კამერონ დიასის განცხადებამ, რომ ის 20 წელზე მეტია, რაც დეოდორანტს არ იყენებს, მისი ბევრი გულშემატკივარი ჩააგდო შოკში. როგორც კამერონი განმარტავს, ოფლი ჩვენი სხეულის დეტოქსიკაციის ბუნებრივი გზაა და დაუშვებელია მისი ხელოვნურად შეჩერება. „ეს ჯანმრთელობისთვის ცუდია“ - თქვა მსახიობმა.
მეთიუ მაკკონაჰი
მეთიუ მაკკონაჰი იზიარებს კამერონ დიასის აზრს და ამბობს, რომ ის არასდროს გამოიყენებს დეოდორანტს. როგორც ის განმარტავს, ეს მას ხელს ურთიერთობებში სულაც არ უშლის და არ აპირებს ხალხის გამო ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.
ჯულია რობერტსი
ჯულია რობერტსი საკუთარ ჰიგიენასა და თავის მოვლაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობდა, თუმცა, როგორც მისი დაცვის წევრი აცხადებდა, მსახიობს უყვარს წყლის დაზოგვა და ცდილობს, შხაპი მაქსიმალურად იშვიათად მიიღოს. ის იშვიათად იბანს თმასაც, რადგან ფიქრობს, რომ წყალი მის თმაზე ცუდად მოქმედებს.