გარეთ წვიმს, თქვენ კი აგარაკზე ხართ ბავშვებთან ერთად. პატარების ერთ ოთახში გამოკეტვა ძალიან ძნელია. არ იდარდოთ, ამიერიდან მარაო.გე ყოველდღიურად "მოგამარაგებთ" იდეებით, როგორ შეიძლება გაართოთ თქვენი პატარა შინ თუ გარეთ.
ვინც თავს ბრმად ხატავს ტილოზე, მეტია სასაცილოზე
დაგჭირდებათ:
* კალმები
* ქაღალდი
* კაშნეები
1. თვალები კაშნეთი აიხვიე, ან დახუჭე, მაგრამ არ მოიტყუო!
2. მეორე მოთამაშე დაგისახელებს რაიმე ნივთს, რომელიც უნდა დახატო. ის, შესაძლოა, იყოს შენი სახლი, საკუთარი პორტრეტი ან ცხოველი.
3.ამის მერე უნდა შეეცადო, შეასრულო დავალება ფურცელზე დაუხედავად. როდესაც მორჩები და თვალებს გაახელ, ძალიან ბევრს იცინებ!
შეგიძლიათ მიუთითოთ, რა დეტალი უნდა ჰქონდეს აუცილებლად ნახატს, მაგ, სახლში
ფანჯრების ზუსტი რაოდენობა.
საუკეთესო თამაშების კრებული
”ვითამაშოთ შინ და გარეთ”