"ცოლი მამეცადინებს" - მსახიობი ლაშა გურგენიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"ცოლი მამეცადინებს" - მსახიობი ლაშა გურგენიძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

2021-08-13 12:24:56+04:00


მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელიდან თუ თეატრის სცენიდან უკვე ბევრი იცნობს. ის საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება და მაყურებლებს იუმორისტული სკეტჩებითაც ხშირად ამხიარულებს. ბოლო დროს კი ხშირად ისმის კითხვები მისი მეუღლის, თაკუნა მჭედლიშვილის შესახებ.

თაკუნა მჭედლიშვილი პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია და, მსგავსად მეუღლისა, ხელოვნების სფეროსთან მჭიდრო კავშირი აქვს. ისინი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ საერთო ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.

ამჯერად ლაშა გურგენიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს სათაურით „ცოლი მამეცადინებს“.

ვიდეოს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „ვაღმერთებ თქვენს წყვილს“, „რა მაგრები ხართ“, „ვგიჟდები თქვენზე“ - წერენ „ინსტაგრამზე“.