5 სასიყვარულო წიგნი, რომლებიც ნამდვილად ღირს, რომ წაიკითხო - Marao

5 სასიყვარულო წიგნი, რომლებიც ნამდვილად ღირს, რომ წაიკითხო

2021-08-13 17:18:08+04:00


ამ საოცარ გრძნობაზე ბევრი დიდებული წიგნი დაიწერა. ისეთ კლასიკურ რომანებს, როგორებიცაა „ჯეინ ეარი“, „სიამაყე და ცრურწმენა“ - ჩვენ უკვე ვიცნობთ, მაგრამ ბოლო 30 წლის მანძილზე კიდევ არაერთი ღირსეული წიგნი შეიქმნა, რომლებიც ნამდვილად ღირს, რომ წაიკითხოთ.

სასიყვარულო რომანები ზაფხულის საკურორტო თავგადასავლებისთვის განგაწყობთ. დაგეხმარებათ წვიმიანი საღამოების საინტერესოდ გატარებაში და თქვენს ცხოვრებას ცოტათი უფრო რომანტიკულს გახდის. რომანტიკული განწყობა და სიყვარულის შეგრძნება ხომ ყოველდღე გვინდა?..

გთავაზობთ 5 სასიყვარულო წიგნს, რომლებშიც წარმოუდგენელი და ძალიან ლამაზი ისტორიებია მოთხრობილი.

1. დანიელ ჯონსი - „თანამედროვე სიყვარული“

ეს წიგნი ნამდვილად შეგძრავთ. რომანი სიყვარულსა და მის ყველაზე მრავალფეროვან ფორმებზეა: 80-წლიანი სიყვარული („როდესაც დასასრული ახლოვდება); აკრძალული სიყვარული („მეშვიდე ციდან ჯოჯოხეთის ცეცხლში დავეშვი“); აღვირახსნილი სიყვარული („ჩემს მშობლებს მშვენიერი ქორწინება ჰქონდათ? რა თქმა უნდა, არა“).

ეს არის წიგნი უპირობო სიყვარულსა და მოულოდნელ სიყვარულზე, გრძნობაზე, რომელიც განგაცვიფრებთ. ეს შესანიშნავი ანთოლოგიაა, რომლის ფურცლებში საათობით დაიკარგებით და არაერთხელ მიუბრუნდებით მას.

2. ელიფ შაფაქი - „სიყვარულის ორმოცი წესი“

ამ რომანში ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთშია გადახლართული. ყველაზე საინტერესო მომენტი წიგნში - არის ხელწერილი, რომელსაც მთავარი გმირი იპოვის. ცოტა მაგია, დიდი დოზით რელიგია, ერთი მუჭა ფილოსოფია და გემოვნებით შერჩეული იგავები. ყველაფერი ეს ერთი ამოსუნთქვით იკითხება და შესაძლოა, თქვენ წინაშე აღმოსავლური სუფიზმის მისტიკური საიდუმლო გაიხსნას. თუ წიგნის ჟანრზე ვიმსჯელებთ, „სიყვარულის ორმოცი წესი“ უფრო მეტად არის ფილოსოფიური რომანი, ვიდრე უბრალოდ ამერიკული სასიყვარულო ისტორია, ბედნიერი დასასრულით.

3. ნიკოლას სპარქსი - „დღიური“

ძალიან მგრძნობიარე, ნაზი, სევდიანი რომანი, გაჟღენთილი სიყვარულით, სილამაზითა და სითბოთი, რაც არაჩვეულებრივად ვლინდება მთავარ გმირში - ნოეში. შესანიშნავი სასიყვარულო ამბავი შთამბეჭდავი დასასრულით, რომელიც ცრემლებს მოგგვრის და ემოციები დიდხანს გაგყვება. ყოველი აბზაცი, ყოველი წინადადება გაჟღენთილია სიღრმისეული აზრებით და გაიძულებს, ბევრ რამეზე ახლებურად დაფიქრდე. რომანის მთავარი არსი, რომელიც იმსახურებს ნებისმიერი ადამიანის წაკითხვას, მდგომარეობს იმაში, რომ ნამდვილ სიყვარულს არ აქვს საზღვრები...

4. ნიკოლას სპარქსი - „გზა საკურთხევლისკენ“

ზოგჯერ ძალიან უჩვეულოდ ერწყმის ერთმანეთს ორი ადამიანის ბედი... ავტორი წიგნში ორ პარალელურ ისტორიას მოგვითხრობს, რომლის გმირებსაც ერთმანეთთან არანაირი საერთო არ აქვთ. ფინალამდე პერსონაჟების ბედი არ იკვეთება. ყველაზე საინტერესოა ებრაელი ცოლ-ქმარი, რომლებიც ერთად გადაურჩნენ გაჭირვებას, ომს და სიკვდილამდე შეინარჩუნეს დაუვიწყარი სიყვარული. ეს წიგნიც სწორედ სამუდამო სიყვარულზეა.

5. თინათინ ბერიძე - „მოპარული სიყვარული“

ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

იხილეთ ასევე: რომელი წიგნი უნდა წაიკითხო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით