მომღერალი ვალერი მელაძე სოციალურ ქსელსა თუ მის მიღმა დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის მეუღლესთან, ალბინა ჯანაბაევასთან ერთად ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებსა და სახალისო ვიდეობს, გამომწერების მხრიდან კი ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებს.
როგორც ცნობილია, აპრილის თვეში 42 წლის ალბინა ჯანაბაევა და 55 ვალერი მელაძე გოგონას მშობლები გახდნენ. პატარა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მშობლების ვიდეოებშიც აქტიურად მონაწილეობს. დიდი მოწონება დაიმსახურა მომღერლის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სადაც მთავარ როლში სწორედ წყვილის უმცროსი შვილია. „ბედნიერია ის, ვინც ოჯახშია ბედნიერი“ - წერდა ვალერი მელაძე.
ვიდეოს გამომწერების მხრიდან დიდი გამოხამურება და უამრავი კომენტარი მოჰყვა: „ისეთი საყვარლები ხართ, მიხარია, რომ ერთმანეთს შეხვდით, საუკეთესო წყვილი ხართ“, „მეც ასე დავავიწყდი მამას პირველ კლასში, სკოლაში“, „თქვენი ვიდეოები ყოველ ჯერზე საუკეთესოა“, „მთელი დღის განწყობა შემიქმენით“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
ვალერი მელაძისთვის ეს მეექვსე შვილია, მას და ალბინა ჯანაბაევას ორი საერთო ვაჟი, 17 წლის კონსტანტინე და 7 წლის ლუკა. მელაძეს პირველი ქორწინებიდან კიდევ 3 ქალიშვილი ჰყავს.