ქართველი კაცისა და რუსი მსახიობის სასიყვარულო ისტორია, რომელსაც ბედნიერი დასასრული არ აქვს - ნახეთ რა მოხდა, როდესაც მარიამ სამი ტყუპი გააჩინა - Marao

ქართველი კაცისა და რუსი მსახიობის სასიყვარულო ისტორია, რომელსაც ბედნიერი დასასრული არ აქვს - ნახეთ რა მოხდა, როდესაც მარიამ სამი ტყუპი გააჩინა

2021-08-14 11:02:08+04:00


37 წლის მსახიობს, მარია ბოლტნევას ექიმების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხრიდან არსებული უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია, თუმცა არ დანებდა და საკუთარი სურვილი, გაეჩინა სამი ტყუპი, სისრულეში მოიყვანა. ის იაზრებდა, რომ მოუწევდა დაეთმო წარმატებული კარიერა და ბედნიერება ოჯახურ ცხოვრებაში ეპოვა, თუმცა მზად იყო ამ მსხვერპლის გასაღებადაც. სწორედ მისი სიმტკიცისა და ძლიერი ნებისყოფის დამსახურებაა, რომ არაფერს ნანობს და განვლილ გზას სიამაყით უყურებს.

„ბავშვობიდან მინდოდა დედის, ბებიისა და ოჯახისგან გათავისუფლება, მინდოდა სადმე დიდ ქალაქში მეცხოვრა“ - ამბობდა მარია და მან მართლად მოახერხა, მიეღწია წარმატებისთვის. მიუხედავად დედის მოთხვნისა, გამხდარიყო ბალერინა, მარიამ თავიდანვე იცოდა, რომ მსახიობი გახდებოდა და გადაწყვიტა კიდეც ამ პროფესიის სწავლა.

მარია ბოლტნევა 19 წლის იყო, როცა შეთავაზება თეატრიდან მიიღო. წარმატება მასთან სულ უფრო და უფრო სწრაფად მოდიოდა, მარია კი გრძნობდა, რომ კარიერის გარდა მას ოჯახიც სჭირდებოდა. „მე ურთიერთობას არავისთან ვიწყებდი, თუ ოდნავ მაინც მეპარებოდა ეჭვი, რომ ის ჩემი შვილების მამა შეიძლება გამხდარიყო“ - ამბობდა მსახიობი. მარიას ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რომანი იყო, ამის პარალელურად კი, ის მსოფლიოს მასშტაბით არაერთ სცენას იპყრობდა, მამაკაცების ყურადღებას კი მუდმივად იქცევდა.

საბოლოოდ, მან გაიცნო კაცი, გიორგი ლეჟავა, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. რომანი სწრაფად განვითარდა და ახალგაზრდებმა მალევე დაიწყეს ერთად ცხოვრება. ერთი მხრივ, ბოლტნევას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს მამაკაცი მისი შვილების მამა გახდებოდა, მეორე მხრივ, ის ახლა ნანობს, რომ მათი შეყვარებულობის პერიოდი ძალიან მოკლე აღმოჩნდა. მარიამ გიორგის რთული ხასიათი მალევე შეიცნო - მას სურდა, რომ მსახიობს მიეტოვებინა კარიერა, აღეზარდა შვილები და გამხდარიყო დიასახლისი. მაგრამ ბოლტნევას ჰქონდა საკუთარი გეგმები - მას ასევე სურდა მუშაობა, განვითარება, როლების მიღება.

”მე ხშირად დავდიოდი გასტროლებზე გასართობი წარმოდგენებით,” - ამბობს ის. მსახიობს ქამრი გამუდმებით ურეკავდა, მარია კი ასეთ კონტროლს მიჩვეული არ იყო. კონფლიქტი და დაძაბულობა უფრო და უფრო ღრმავდებოდა და ერთ დღესაც მარიამ სახლიდან წასვლა გადაწყვიტა. გიორგი ლეჟავამ, ცხადია, მისი შეჩერება სცადა, თუმცა მსახიობის მტკიცე ხასიათის წინაშე ვერაფერი გააწყო. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ექიმთან გეგმიური ვიზიტის დროს მარიას ექიმმა მოულოდნელად ჰკითხა, ჰყავს თუ არა ოჯახში ტყუპები. მსახიობი მიხვდა, რომ მის სხეულში ერთზე მეტი გული ცემდა, თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა რომ მალე სამი ტყუპის დედა გახდებოდა. შვილების ყოლა მარიასა და მისი ქმრის საერთო ოცნება იყო. ამ ამბის გაგების შემდეგ მათ ერთად დაიწყეს მომავლის დაგეგმვა. გიორგი დარწმუნებული იყო, რომ მარია შესანიშნავი დედა იქნებოდა. ექიმებმა მას განუმარტეს, რომ ასეთ დროს ჯანმრთელი შვილების გაჩენის შანსი ძალიან მცირეა და ხშირია, როცა ერთ-ერთი ანომალიით იბადება. მარიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომელ ჩანასახს მოუსწრაფებდა სიცოცხლეს, თუმცა მარიამ თქვა, რომ ამას არ გააკეთებდა. ის დარწმუნებული იყო, რომ სამი ბიჭის დედა გახდებოდა. მართლაც, დაიბადნენ ანდრია, ტიმოთე და პლატონი - მარიამ სამი ტყუპი გააჩინა და ეს სულაც არ ყოფილა მარტივი.

მშობიარობის შემდეგ ის ქმართან არ დაბრუნებულა, მარიას თავდაპირველად, დედა ეხმარებოდა ბავშვებთან ურთიერთობაში, ძალიან მალე კი მსახიობი ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებდა და ეს ბედნიერებას ანიჭებდა. დღეს მისი ოჯახი და მეგობრები ამაყობენ, რომ მარიამ შეძლო, სამი პატარა სასწაულის მოვლინება  ამქვეყნად.