ტელესახე და ინფლუენსერი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად მიმართავს საზოგადოებას და თავადაც იღებს რჩევებს. ამჯერად ნუკიმ შვილის შესახებს ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ბათუმში ენტეროვირუსი დაემართა.
"გამორიცხულია ბათუმში ჩამოხვიდე და არ შეგხვდეს ენტეროვირუსი. წელს როგორი იმედი მქონდა, რომ ოვი აიცილებდა ამას, მაგრამ მაინც შეხვდა. გადავამოწმეთ და კოვიდი არ არის, მაგრამ ნერვები მეშლება. ათას რაღაცას ვაძლევდი, კი ყლაპავს ამ წყალს, მაგრამ განა რა არის ამ წყალში ისეთი, რომ აუცილებად გემართება ეს ენტერო?"- წერს ნუკი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა და შვილთან ერთად ბათუმში ისვენებს.