ტელეწამყვან გიორგი გასვიანსა და მომავალ ჟურნალისტ მარიტა მელიქიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა, ამ ამბავმა კი სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი და აჟიოტაჟი გამოიწვია:
„გადაცემაში ერთად რომ გამოვჩნდით, იმ დღიდან მოყოლებული, ამ ამბავში მთელი ქვეყანა ჩაერთო – ვგულისხმობ მილოცვებს სოციალური ქსელით ემიგრანტების, ახლობლების, ნათესავების მხრიდან. ძალიან ბევრისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა”, - ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად მარიტა მელიქიშვილი „ინსტაგრამსთორიში“ გიორგი გასვიანთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, 16 აგვისტოს დაიწყო მათი ისტორია: „ამ ჯადოსნურ დღეს გაგიცანი, ვიფიქრე, შეგხვდი და მივხვდი, რომ გიპოვე!“ - წერს მარიტა.
გიორგი და მარიტა სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებს.