სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს, მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 700 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად, ბათუმელი მოდელის გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. გამომწერების ნაწილი ამტკიცებდა, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს. თავად კი განმარტა, რომ მხოლოდ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული.
ამჯერად მარიამ შუკაკიძე მეუღლესთან, დავით ბოლქვაძესთან და შვილებთან, მილენასა და მიასთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებს: „გთხოვ, მითხარი, როგორ გაქვს ასეთი იდეალური ფიგურა?!“, „ულამაზესი ოჯახი“, „ძალიან ლამაზი გოგოები გყავს“ - წერენ „ინსტაგრამზე“.