„საგვარეულო ხე მამას 60 წლის იუბილესთვის“ - თოშა ქებურიას ორიგინალური საჩუქარი მამას, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას - Marao

„საგვარეულო ხე მამას 60 წლის იუბილესთვის“ - თოშა ქებურიას ორიგინალური საჩუქარი მამას, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას

2021-08-18 11:24:49+04:00


თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. თოშა განსაკუთრებით ცნობილი ქრისტინე იმედაძესთან ურთიერთობის შემდეგ გახდა, თუმცა მომღერალთან დაშორების შემდეგ მან მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. ქეთისა და თოშას ბედნიერი ოჯახი აქვთ და ისინი მესამე შვილს ელოდებიან.

თოშა ქებურია სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს მაინც უზიარებს. ამჯერად ბიზნესმენი „ინსტაგრამსთორიში“ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მამას დაბადების დღისთვის ორიგინალური საჩუქარი, ხელნაკეთი საგვარეულო ხე მოუმზადა. ვიდეოში ჩანს, რომ ხეზე ოჯახის ყველა წევრის სახელია დატანილი.

ქეთი ჟღენტმა და თოშა ქებურიამ 2017 წელს ოქრიწინეს. ბიზნესმენმა რჩეულს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა. მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა. წყვილს ორი შვილი, კატერინა და ბუბა ჰყავს, ხოლო მესამე შვილს იანვარში ელოდება.