„ყველაზე დიდი სიყვარული“ - მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

„ყველაზე დიდი სიყვარული“ - მოდელი ლიკუნა ხაჭაპურიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

2021-08-18 13:12:39+04:00


წარმატებულ ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებს, სასარგებლო რჩევებს და სთავაზობს არაერთ გათამაშებასაც. მისი ორიგინალური ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

როგორც ცნობილია, ლიკუნა ხაჭაპურიძემ 2020 წელს სანდრო ჭანტურიაზე იქორწინა, თუმცა პანდემიის გამო მათ ქორწილი არ ჰქონიათ. ამ გადაწყვეტილებამდე წყვილი ერთი წელი ხვდებოდა ერთმანეთს, ხოლო ხელის მოწერის შემდეგ სანდრო და ლიკუნა გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა დაწერა, რომ ისინი კვლავ სამშობლოში ჩამოვიდნენ და გერმანიაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებენ.

წყვილი საქართველოში ბევრს მოგზაურობს და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებს. ამჯერად სანდრო და ლიკუნა ფოტოებს ყაზბეგიდან აქვეყნებენ: „ყველაზე დიდი სიყვარული“ - წერს ლიკუნა ხაჭაპურიძე „ინსტაგრამსთორიში“.

სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ქორწინების ერთი წელი აღნიშნა და ამის შესახებ ლიკუნამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: „გილოცავ ჩვენი ქორწინების დღეს, ჩემო საუკეთესო მეგობარო და ყველაზე დიდო მხარდამჭერო. შენი ცოლობა საუკეთესო რამაა, შენ შეცვალე ჩემი სამყარო და ცხოვრება შენთან ერთად მშვენიერია“ - წერდა ის.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>