ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ ქართველ YouTube-ერს, გიორგი დანელიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის და მისი ოჯახი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათი ვიდეოები და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომენტარს იმსახურებს.
გიორგი დანელია და მისი მეუღლე, თეონა ჩაჩუა, გარდა „იუთუბერობისა“, საკუთარ ბრენდსაც უძღვებიან და საზოგადეობას ქართულ პროდუქტს სთავაზობენ. თეონა კი საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს ე.წ. „მეიქაფ ტუტორიალებსაც“. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის პარალელურად, გიორგი დანელია ახალ პროფესიას ეუფლება და „სქაიდაივინგის“ კურსებს გადის: „სქაიდაივინგის კურსები წარმატებით მიდის, ეს დღეები ძალიან აქტიური დატვირთვა მაქვს მინიმუმ 3 ნახტომი დღეში და ვერ ვაქტიურობ, ეხლა კი გიზიარებთ მეშვიდე მერვე ნახტომების შედეგებს და ღრუბლებთან ჭიდილს. და კი, უკვე მარტო ვხტები“ -წერს ის „ინსტაგრამზე“.
გიორგი დანელია „სქაიდაივინგის“ ვიდეოებს „ინსტაგრამსთორიშიც“ აქვეყნებს: „უკვე დავაგროვე 27 ხტომა, ლიცენზიის ასაღებად 25 ხტომაა საჭირო. სტანდარტულად, ვხტები ხოლმე 4200 მეტრიდან, დამრჩა მხოლოდ ერთი, 1500-დან ხტომა. ბოლო დავალებაც შედგა, ახალ ისღა დამრჩენია, ჩავაბარო თეორიული გამოცდა, სულ ცოტა დარჩა USPA A ლიცენზიამდე! სანამ ლიცენზიას არ ავიღებ, „ინსტაგრამის“ აღწერაში არ ვწერ Skydiver-ს, ხომ კარგი მოტივაციაა?“ - წერს გიორგი დანელია.