34 წლის მოდელმა როუზი ჰანტინგტონმა ხუთშაბათს „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ მეორედ გახდებოდა დედა. მან სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, ერთ-ერთზე კი, რომელშიც თავად იყო გამოსახული, მჭიდრო თეთრ კაბაში თვალსაჩინოდ ჩანს მისი წამოზრდილი მუცელი. „რაუნდი 2“ - წერს მოდელი ფოტოებზე.
წყვილს სასიამოვნო სიახლე უამრავმა მეგობარმა, მათ შორის, პოპი დელევინმა, ელზა ჰოსკმა და ჯორდან დუნმაც მიულოცეს. ჰანტინგტონ-უაითლი და სტეტჰემი პირველად მშობლები 4 წლის წინ გახდნენ. მათ ერთი შვილი, ჯეკ ოსკარი ჰყავთ.
როგორც როუზი ეშლი გრეჰემის პოდკასტში Pretty Big Deal ამბობდა, პირველი მშობიარობის შემდეგ მას წონის დაკლება საკმაოდ გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დადიოდა დარბაზში და ვარჯიშობდა.
34 წლის როუზი და 54 წლის ჯეისონი ერთად 2010 წლიდან არიან. ისინი 2016 წელს დაინიშნენ და მალევე იქცნენ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა წყვილად.