36 წლის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი მეორედ გახდა დედა. მისი ქმრისთვის, კოლინ ჯოსტისთვის კი, ის პირველი შვილია. კომიკოსმა კოლინ ჯოსტიმ საზოგადოებას ცოლის ორსულობის შესახებ სასიამოვნო სიახლე გაუზიარა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სკარლეტმა იმშობიარა. ამის შესახებ კოლინმა „ინსტაგრამზე“ დაწერა: „დიახ, ჩვენ ვაჟი გვყავს, მას კოსმო ჰქვია და ჩვენ ის ძალიან გვიყვარს“ - ამბობდა ის. იოჰანსონის პრესმდივანმა მარსელ პარიზომ დაადასტურა ბავშვის დაბადება ჟურნალ People–თან ინტერვიუში.
კოლინ ჯოსტი არის მსახიობი და სცენარისტი, რომელიც პოპულარული სატელევიზიო შოუს, Saturday Night Live-ის წამყვანია. სწორედ ამ გადაცემაში შეხვდა კოლინი თავის მომავალ მეუღლეს, მსახიობ სკარლეტ იოჰანსონს დაახლოებით 15 წლის წინ. სკარლეტისა და კოლინის ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და ეს მეგობრობა ათ წელს გაგრძელდა. ამ წლების განმავლობაში მსახიობმა ორჯერ მოახერხა დაქორწინება. მისი პირველი ქმარი იყო რაიან რეინოლდსი. რაიანის შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ფრანგ ჟურნალისტ რომენ დორიაკთან და დაქორწინდა მასზე 2014 წელს. წყვილს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც როუზ დოროთი დაარქვეს. თუმცა, მსგავსად რეინოლდსისა, არც დორიაკთან ქორწინება გაგრძელებულა დიდხანს. წყვილი ორი წლის შემდეგ დაშორდა.
სანამ სკარლეტი ჯერ კიდევ ოფიციალურად იყო დაქორწინებული, მან დაიწყო რომანტიკული ურთიერთობა ძველ მეგობართან, კოლინთან. ისინი დიდხანს მალავდნენ თავიანთ ურთიერთობას და 2020 წლის შემოდგომაზე ფარულად დაქორწინდნენ.

სკარლეტი ორსულობის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობდა. ის არც წითელ ხალიჩაზე გამოჩენილა და არც გადაცემებში ჩნდებოდა. კომენტარებსა და ინტერვიუებს მხოლოდ სახლიდან აძლევდა ისე, რომ მუცელი არ გამოსჩენოდა.