ალბათ, ბევრს ახსოვს ჯინეფრ ლოპესის ერთ-ერთი გამორჩეული როლი ჰოლივუდურ კომედიაში, სადაც ის გულოდგინედ იბრძვის მომავალი დედამთლის წინააღმდეგ. მან კარგად იცოდა, რომ ჯენიფერის გმირს არაქისის კარაქზე ალერგია ჰქონდა, თუმცა გამიზნულად აჭამა ის, ხოლო ქორწილში შვილის ყოფილი შეყვარებული დაპატიჟა. იმ შემთხვევაში, თუ მომავალ დედამთილს სარძლო არ მოსწონს, ხშირად ფილმის მსგავსი სიუჟეტები რეალურ ცხოვრებაშიც ვითარდება. აი, რამდენიმე მაგალითი:
ელენე, 34 წლის
დედამთილთან პრობლემები ჩვენი თანაცხოვრების დღიდანვე დაიწყო. მე და ჩემს ქმარს მოგვიწია, მათ ბინაში გადავსულიყავით, რადგან ახალი სახლის რემონტის, იპოთეკისა და ქირის თანხას, ყველაფერს ერთად ვეღარ ვიხდიდით.
„დიდისივრცეა, მე მხოლოდ გამიხარდება, თუ აქ იცხოვრებთ" - ასე შემოგვთავაზა დედამთილმა. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედამთილს თავდაპირველად ჰქონდა გეგმა, ამ გზით ემოქმედა ჩემს ნერვებზე. მას აქვს სისუფთავის მანიაკალური ვალდებულება: თაროზე არცერთი მტვრის ნაწილაკი, ონკანზე არცერთი წყლის წვეთი... არც მე ვარ ზარმაცი, მაგრამ თუ დაღლილი ვარ, შემიძლია იატაკის მოწმენდა ხვალისთვის გადავდო ან მაისური სკამის ზურგზე გადავკიდო და მოგვიანებით შევინახო... როგორც აღმოჩნდა, ამ სახლში ეს დაუშვებელია. მე ვცდილობდი, მისი სურვილები გამეთვალისწინებინა, ჭურჭელს ნიჟარაში არ ვტოვებდი, იატაკს კვირაში ერთხელ ვწმენდდი, სისუფთავეს ვიცავდი...
ორიოდე კვირის შემდეგ შევნიშნე, რომ ის ჩემს დარეცხილ ჭურჭელს თავიდან რეცხავს, ჩემს გარდერობში ჩემი და ჩემი ქმრის ტანსაცმელს სხვანაირად ალაგებს და წუწუნებს, თუკი რამე დაულაგებელი დავტოვე. თავიდან მის ამ საქციელს ხუმრობით ვიღებდი, შემდეგ კი ყველაფერი ქმარს ვუთხარი, მაგრამ მან მხარი არ დამიჭირა. როცა ჩემი დედამთილი მომენტს იპოვიდა, მაშინვე ეჩურჩულებოდა ჩემს ქმარს, თუ რა ბინძური ცოლი ჰყავდა მას. ეს გაგრძელდა ხუთი თვის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ ცალკე არ გადავედით საცხოვრებლად. ამ ხნის მანძილზე ურთიერთობა მეუღლესთანაც დამეძაბა, თავიდან ის ნეიტრალური იყო, შემდეგ კი უფრო დედის მხარეს იჭერდა. ჩვენ უკვე წვრილმანებზეც ვჩხუბობდით, მაგალითად იმაზე, რომ კვერცხი საჭიროზე ოდნავ მეტად შეიწვა. ის ჩხუბის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში დედამისთან მიდიოდა.
მგონია, რომ ამაზე გავლენა სწორედ დედამთილთან ცუდმა ურთიერთობამ იქონია. ჩემი ქმარი ხედავდა, რომ მე უხეშად ველაპარაკებოდი დედამისს თავდაცვის მიზნით და თავს ვარიდებდი მასთან კომუნიკაციას. მე სხვაგავარად არ შემეძლო იმ დამცირების შემდეგ, რაც მათ სახლში ავიტანე.
ნატალია, 30 წლის
დედამთილი აბსოლუტურად ნორმალური ადამიანი იყო, სანამ მე და ჩემს ქმარს ვაჟი არ შეგვეძინა. მისთვის შვილიშვილი გახდა სამყაროს ცენტრი, მე კი გავხდი საყოველთაო ბოროტება, რომელიც მის შვილს უბრალოდ ყოველმხრივ დასცინის. უცილებელია განვმარტოთ, რომ ჩვენ თავიდანვე ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ერთმანეთის მეზობლები ვიყავით. მან ბავშვის გაჩენისთანავე შემომთავაზა დახმარება და მეც არ მითქვამს უარი, რადგან პირველი კვირები ძალიან რთული იყო ჩემთვის. სულ ცოტა ხანში მან ისე დაიწყო მოქცევა, თითქოს ბავშვი არა მე, არამედ მან გააჩინა. ყოველ წამოტირებაზე ხელში იყვანდა და არ მაცდიდა, ჩემი შვილი მე დამემშვიდებინა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მან გადააგდო კომბოსტოს სალათი, რომელიც მე მოვამზადე - „ამბობენ, ბავშვისთვის კარგი არ არისო“ - მიპასუხა, როცა ვკითხე, რატომ მოიქცა ასე. ის ყოველთვის დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე ბავშვი საათობით უნდა მეკვება და არა იმის მიხედვით, როდის მოშივდებოდა პატარას.
„თქვენ მას ზედმეტად კვებავთ, შეხედეთ, რა მსუქანია!" - მუდმივად ამას იმეორებდა და ჩემს ქმარს ხშირად უმეორებდა, რა ცუდი დედა ვიყავი მე. საშინელი სკანდალი მოხდა მას შემდეგ, რაც დედამთილმა მოითხოვა, ბავშვისთვის ვაქცინაცია არ გამეკეთებინა, მიზეზი კი ის იყო, რომ ერთ-ერთ ნაცნობს რაღაც პრობლემები შეექმნა.
ერთ დღესაც, როცა ის გარეთ გავიდა, მე გასაღები დავუმალე და ავუკრძალე ჩვენთან მოსვლა. მან პატიება ითხოვა, დამპირდა, რომ საზღვრებს დაიცავდა და მეც ვაპატიე, თუმცა მასთან კომუნიკაციას მაინც ვერიდებოდი. სიმშვიდემ ცოტა ხანს გასტანა, მან მალევე დაიწყო ძველებურად მოაქცევა...
დედამთილთან მუდმივმა ჩხუბმა ქმართან დაძაბულობა გამოიწვია. აუტანელი გახდა ასეთ სიტუაციაში ცხოვრება. მე დავარწმუნე ჩემი მეუღლე, რომ სხვა ქალაქში გადავსულიყავით. ის მაშინვე არა, მაგრამ მაინც დამთანხმდა. ახლა ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს-დედამთილი მუდმივად წუწუნებს მის ჯანმრთელობაზე, იგონებს მითიურ წყლულებს და მოითხოვს, რომ შვილი მასთან მივიდეს...
ირინა, 42 წლის
მე და ილია ერთად ვართ 4 წელია, მისთვის ეს მეორე ქორწინებაა. მე ვხვდები, რომ ეს კავშირი დიდხანს ვერ გაგრძელდება, მიზეზი კი დედამთილია.
ჩვენ ხშირად მივდიოდით მისი მშობლების მოსანახულებლად - შაბათ-კვირას ვჩერდებოდით, ერთად აღვნიშნავდით არდადეგებს. დედამთილი ყოველთვის ძალიან მეგობრული იყო, ერთხელ ისიც თქვა, თუ როგორ უხაროდა, რომ მისმა ვაჟმა, საბოლოოდ, გაიცნო ქალი, რომელიც მოაწესრიგებდა მის ცხოვრებას, ზოგჯერ კი ყოფილ რძალზე ცუდად საუბრობდა. იგი გიჟდებოდა შვილიშვილზე - ქმრის ქალიშვილზე პირველი ქორწინებიდან, გოგონა ხშირად რჩებოდა მათ სახლში. ილიას ასევე ჰყავს და 5 წლის შვილით, რომელიც მათთან ცხოვრობს და მთელ დღეს სახლში ატარებს, არ მუშაობს. ილია ამ დიდი ოჯახის მარჩენალი იყო, მათთვის ხშირად ყიდულობდა პროდუქტებს, სურსათს, იხდიდა კომუნარულ გადასახადებს...
როდესაც ხელი მოვაწერეთ და ერთად დავიწყეთ ცხოვრება, ყველაფერი ბუნებრივად შეიცვალა. მან შეწყვიტა ყველაფრის გადახდა. დედამისმა კი სამაგიეროდ ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ გვირეკავდა და ჩვენს ამბებს იგებდა, არ გვეპატიჟებოდა ოჯახურ ვახშმებზე, არც საკუთარ და არც ჩემი მამამთილის დაბადების დღეზე. მოგვინაებით გავიგეთ, რომ წვეულებებზე ჩემი ქმრის პირველი ცოლი დაპატიჟეს და მასთან ურთიერთობა აღადგინეს.
ჩვენ, თითქმის 2,5 წელია, რაც ასე ვცოვრობთ. ილია ხანდახან ურეკავს დედას, არკვევს, როგორ არის საქმეები, ულოცავს მას დღესასწაულებს და უგზავნის საჩურებს, რადგან წვეულებებსა და დღესასწაულებზე ისევ არ გვპატიჟებენ. ვგრძნობ, რომ მთელი ეს სიტუაცია ანადგურებს ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ არაფრის გაკეთება შემიძლია.
როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, დედამთილთან უთნხმოების გამო მათ ყოველდღიურად არაერთი ქალი მიმართავს. მთავარ პრობლემას, უმეტესად, წარმოადგენს ის, რომ დედამთილები ზედმეტად ერევიან ცოლ-ქმრის ურთიერთობაში და პატივს არ სცემენ მათ პირად სივრცეს. კონფლიქტი, უფრო ხშირად, ცხოვრებისეული დეტალებისა და წვრილმანების გამო იწყება, რადგან ყველას საკუთარი ჩვევები აქვს, რომელთა შეცვლა ზრდასრულ ასაკში ძალიან რთულია. ასე, მაგალითად, თუ ერთისთვის პრობლემაა ნიჟარაში დატოვებული გასარეცხი ჭურჭელი, მეორესთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენა იყოს.
ფსიქოლოგები ხშირად იყენებენ ტერმინს „არასრული გაშორება“, რაც შვილის „არ დათმობას“ ნიშნავს. როცა კაცს ცოლი მოჰყავს, დედები ზოგჯერ ეჭვიანობენ და ვერ ახერხებენ, გამოეყონ შვილის პირად ცხოვრებას.
კონფლიქტს ასაკობრივი სხვაობაც ამწვავებს - ერთ მხარესაა ახალგაზრდა ქალი საკუთარი პრინციპებითა და თავდაჯერებულობით, ხოლო მეორე მხარეს დედა, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და თვლის, რომ საკმარისი გამოცდილება აქვს. ასეთ დაძაბულ სიტუაციებში ერთადერთი გამოსავალი კომპრომისზე წასვლა, ერთმანეთის გაგება, საუბრის დაწყება და კონფლიქტის მოგვარების ცდაა.
ხუთი რჩევა დედამთილთან კონფლიქტის ასარიდბელად: