ბედნიერი ერი! აუცრელი ერი! - გიორგი გასვიანის ემოციური ლექსი - Marao

ბედნიერი ერი! აუცრელი ერი! - გიორგი გასვიანის ემოციური ლექსი

2021-08-23 10:23:50+04:00


ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მან სულ ცოტა ხნის წინ მარიტა მელიქიშვილზე იქორწინა და მას შემდეგ ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებსაც. გიორგის „ინსტაგრამზე“ 74 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მათ საკუთარ ყოველდღიურობასა თუ სასარგებლო რჩევებს ხშირად უზიარებს.

გიორგი გასვიანი ხშირად საუბრობს კორონავირუსის შესახებ და გამომწერებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ამჯერად ის საკუთარ „ინსტაგრამზე“ ვიდეოს, წარწერით „ბედნიერი ერი! აუცრელი ერი!” აქვეყნებს, სადაც ილია ჭავჭავაძის ლექსს კითხულობს. ვიდეოს გამომწერების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება და განსხვავებული რეაქციები მოჰყვა: „ძალიან კარგი ხარ, როგორც პიროვნება და საქმის პროფესიონალი, მაგრამ ცუდია, აცრისკენ რომ მოუწოდებ ყველას ესე ღიად“, „ისედაც დაგვიანდა ვაქცინის შემოტანა საქართველოში და სიკვდილიანობა იზრდება. რას ელოდებით? რატომ არ იცრებით?“ - წერენ კომენტარებში.