ფოტომოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელშიც. თამოს ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს, ხოლო მისი პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია.
თამოს რჩეული აკა სამხარაძეა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია და თავად, მეუღლისგან განსხვავებით, კამერების წინ იშვიათად ჩნდება. „აკა არის ადამიანი, რომელსაც სძულს ფოტოები, „სთორები“ და ყველაფერი, რაც სოციალურ ქსელს ეხება“ - წერს თამო.

მიუხედავად ამისა, თამო გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ ფოტოებს და მათგან არაერთ დადებით შეფასებას იღებს. ამჯერად მან „ინსტაგრამსთორიში“ სწორედ ქმრისა და შვილის ვიდეო გამოაქვეყნა: „სუპერ მამიკო“ - წერს მოდელი.