მსახიობი ნათია წიწილაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ პოპულარული სერიალის, „ჩიფსების თაობის“ საშუალებით გაიცნო. სწორედ „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზე გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ასევე მსახიობი გიორგი კალანდაძე. წყვილმა იმავე წელს იქორწინდა და მათ ერთი გოგონა შეეძინათ. 2014 წელს კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი და ნათია ერთმანეთს დაშორდნენ.
მას შემდეგ ნათია წიწილაშვილმა გააგრძელა აქტიური სამსახიობო კარიერა და არაერთ ცნობილ ფილმსა თუ სერიალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ის „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ იყო მიწვეული.
2020 წელს ნათიამ მეორედ იქორწინა რჩეულზე, მიშო ლეჟავაზე. როგორც ცნობილია, მიშო პროფესიით არქიტექტორია: „არის ერთი ბიჭი - მიშო ლეჟავა. არქიტექტორია. უკვე კარგა ხანია, რაც ერთად ვართ, ურთიერთობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში კი შეუღლება გადავწყვიტეთ” - ამბობდა ნათია „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას. როგორც თავად აღნიშნავს, მის მეუღლესა და შვილს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და დედის გადაწყვეტილებით პატარა ნასტიაც ბედნიერია: „ბუნებრივად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და ორივემ ვიცოდით, რომ ამით დაგვირგვინდებოდა. იყო ოფიციალური მხარეც: ხელის თხოვნა, ბეჭედი, ყვავილები და დაჩოქება, თუმცა ეს გვიან, როცა უკვე ყველამ ყველაფერი ვიცოდით და გადაწყვეტილი გვქონდა. ცოტა ხნის წინ ახალ სახლში გადავედით, ბავშვიც ჩვენთან ერთადაა და სიამტკბილობაში ვცხოვრობთ“ - აღნიშნავს ნათია.
გარდა მსახიობობისა, ნათია წიწილაშვილი ერთ-ერთი ცნობილი ქართული ბრენდის სახეცაა და მისი ფოტოები „ინსტაგრამსა“ თუ „ფეისბუკზე“ ხშირად შეგხვდებათ. წარმატებული კარიერის პარალელურად კი, ნათია დროის გატარებას ოჯახთან ერთადაც ახერხებს და კადრებს გამომწერებსაც უზიარებს: „მიყვარს ჩემი ოჯახი“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა მან მეუღლესა და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო.
ნათიას ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „ საოცარი და უსაყვარლესი ხარ“, „ლამაზი და საყვარელი ნათია”, „რა ლამაზია ეს გოგო“ - წერენ კომენტარებში.