მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლე გააზიარა და დაწერა, რომ საყვარელი მამაკაცის დახმარებით ახალი მანქანა შეიძინა. მისი სიხარული „ინსტაგრამზე“ უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.
მოგვიანებით კი მოდელმა ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ უკვე დიდი ხანია, ორსულობის ამბავს მალავს: „მადლობა ყველას, ვინც ჩემი გულითადი საიდუმლო უთქმელად ატარა, მათაც, ვინც უთქმელად ვერ ატარა, მათაც ვინც დაიჯერა ან არ დაიჯერა, მინდოდა, მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე… მადლობა ჩემს სიყვარულს ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის, დაფასებისა და მოფრთხილებისათვის..." - წერდა ალექსანდრა.
ამჯერად ალექსანდრა პაიჭაძე საკუთარ „ინსტაგრამზე“ კადრებს საორსულო ფოტოსესიიდან აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იღებს: „რა ჭკვიანი, ლამაზი, სექსუალური და ჩამოყალიბებული ხარ“, „უმაგრესი და ულამაზესი“, „რა ლამაზია ეს გოგო” - წერენ კომენტარებში.
"ხშირად დასმული კითხვები:
- ყავასაც ვსვამ
- ვაქცინაც გავიკეთე
- ბუნებრივადაც ვირუჯები
- ღვინოსაც მივირთმევ და
- სექსიც ფანტასტიურია, დილითა და საღამოს.
ორსულობა არ არის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, 1 ჭიქა ყავასა და ღვინოზე მაქვს საუბარი, ვაქცინა ორი დოზა, რუჯიც ზომიერად და სექსი უსასრულოდ… მთავარია, ორსულ ცოლს არ აგრძნობინოთ, რომ ოდნავ მაინც ასექსუალური გახდა… მაშინვე იწყება ქალის ფსიქიკის რღვევა, რომელიც შესაძლოა, პოსტ მშობიარობის პერიოდის დეპრესიად გადაიქცეს, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას მთელ ახალ თუ ძველ შექმნილ ოჯახზე მოახდენს. საოცარი პერიოდია, ქალი ასმაგდება შიგნიდან და ეს სექსუალური ენერგია და მთელი პოტენციალი, კუნდალინი, მხოლოდ ძვირფას კაცთან ერთად უნდა გამოაფრქვიოს. მადლიერი ვარ საოცარი პარტნიორის არსებობით ჩემ ცხოვრებაში! მიყვარხარ!", - წერს მოდელი.