„ფაიზერი" მაგარია! 100%-ით უნდა გადამდებოდა, მაგრამ, რადგან "ფაიზერით" ვიყავი ორჯერ სრულად ვაქცინირებული, ტესტების პასუხი სამჯერვე უარყოფითია, ვაქცინა იცავს კოვიდვირუსისგან!“ – გიორგი გასვიანი - Marao

„ფაიზერი" მაგარია! 100%-ით უნდა გადამდებოდა, მაგრამ, რადგან "ფაიზერით" ვიყავი ორჯერ სრულად ვაქცინირებული, ტესტების პასუხი სამჯერვე უარყოფითია, ვაქცინა იცავს კოვიდვირუსისგან!“ – გიორგი გასვიანი

2021-08-25 10:51:18+04:00

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მან სულ ცოტა ხნის წინ მარიტა მელიქიშვილზე იქორწინა და მას შემდეგ ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებსაც.

გიორგი გასვიანი კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს და "ინსტაგრამგამომწერებს" საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „ფაიზერი მაგარია! ორგზის აღმოვჩნდი კოვიდინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში! 100% უნდა გადამდებოდა!

მაგრამ, რადგან "ფაიზერით" ვიყავი ორჯერ სრულად ვაქცინირებული, გაამართლა იმუნიზაციამ და იზოლაციის პერიოდშიც, შემდგომაც ტესტების პასუხი სამჯერვე უარყოფითია! ვაქვეყნებ დამადასტურებელ ფოტოებს კვლევისას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით: ვაქცინა იცავს კოვიდვირუსისგან! არავის არაფრისკენ აღარ მოვუწოდებ! მხოლოდ ფაქტს ვასაჯაროებ, რომ ვისაც ეჭვი ეპარება, თამამად შეხედოს ამ საკითხს! გისურვებთ ჯანმრთელობას და გმადლობთ ყურადღებისთვის!“ - წერს ტელეწამყვანი.