მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - რა თქმა უნდა, ქალური და სექსუალურია, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში გინდება ჩაიცვა სპორტული ფეხსაცმელი, რომელშიც თავს ძალიან კომფორტულდ იგრძნობ. სულაც არ არის აუცილებელი, სპორტული ფეხსაცმელი სპორტულ ტანსაცმელს შეუხამო. თანამედროვე მოდის ტენდენციები საშუალებას გვაძლევს, რომ სპორტული ფეხსაცმელი კლასიკურ „ლუქთანაც“ მოვირგოთ და საინტერესო სტილი შევქმნათ.
მოდით, ვნახოთ, თუ როგორი სპორტული ფეხსაცმელები იქნება აქტუალური შემოდგომის სეზონზე.
თეთრი
თეთრი სპორტული ფეხსაცმელი შეგიძლიათ თამამად ჩაიცვათ როგორც ჰუდთან, ასევე რომანტიკულ კაბებთან და საქმიან კოსტიუმთან. ბევრმა ბრენდმა შეიტანა ახალ კოლექციებში ეს ტენდენცია და აჩვენა, როგორ უნდა გამოიყენო სპორტული ფეხსაცმელი ყოველდღიურ გარდერობში. ძალიან კარგი მაგალითია New Balance-ის სადა მოდელი, რომელიც ძალიან მოუხდება კაბასაც და საქმიან კოსტიუმსაც.
ორიგინალი მოდელი შეგიძლიათ შეიძინოთ 30%-მდე ფასდაკლებით, პირველ ქართულ ონლაინ აუთლეტ მაღაზიაში - Gooutlet.ge სახლიდან გაუსვლელად.

ასევე ძალიან პოპულარული მოდელია PUMA-ს თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ვერცხლისფერი აქცენტებით. ეს კონკრეტული მოდელი წლის ერთ-ერთი ბესტსელერია.

ხოლო იმ შემთხვევისთვის, როდესაც გსურთ აქცენტი რომელიმე ერთ კონკრეტულ ფერზე გააკეთოთ, adidas-ის კლასიკური მოდელი იდეალური იქნება.

შავი
შავი სპორტული ფეხსაცმელი ნებისმიერ ლუქს მოუხდება. შემოდგომის სეზონზე აქტუალურია შავი სპორტული ფეხსაცმელი სხვა ფერის დეტალით. ასეთი მოდელების ძალიან ლამაზი არჩევანი აქვს ASICS-ს და New Balance-ს.
ASICS Women's Tiger Runner Shoes 1192A126

New Balance Women's 515v3 Shoes Black
ფერადი
ფერადი სპორტული ფეხსაცმელი ფრთხილად უნდა შეუხამოთ ტანსაცმელს. სასურველია, ტანსაცმელი სადა და ერთ ან მაქსიმუმ ორ ფერში შეარჩიოთ და მთავარი აქცენტი ფეხსაცმელზე გადაიტანოთ.ტრენდული მოდელია adidas Crazyflight USAV Shoes Women's

New Balance Women's NB Nergize Sport Shoes Grey with Blue & Green და New Balance Women's 068 Shoes Pink

adidas Ultraboost S&L DNA Shoes Women's
Sneakers
კიდევ ერთი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც არასოდეს გადავა მოდიდან - Sneakers-ებია. შემოდგომის თბილ ამინდებში ის ყოველდღიური ლუქის იდეალური ელემენტია. აქტუალური მოდელი PUMA-ს შავი Sneakers-ია, თეთრი ძირით და გველის ტყავის პრინტის ჩანართით.

ასევე ძალიან პოპულარულია nude ფერის მოდელი, კრემისფერი და ჩალისფერი ელემენტებით.

მათ, ვისაც განსხვავებული და ექსტრავაგანტური სტილი მოსწონს, აუცილებლად მოეწონება adidas-ის ეს საინტერესო მოდელი.

GoOutlet.GE-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 80%-მდე ფასდაკლებით სხვადასხვა ბრენდზე და მოქნილი გადახდის სისტემით, რომელიც გულისხმობს:
- ბანკიდან გადარიცხვას
- სწრაფი ჩარიცხვის აპარატით ბალანსის შევსებას
- ბარათიდან თანხის გადარიცხვას
- 5 ბანკის განვადებას
შეძენილი პროდუქცია ოფიციალური ბრენდების საწყობებიდან ამერიკაში იგზავნება და საქართველოში მაქსიმუმ 3 კვირის ინტერვალში ჩამოდის. მიწოდება შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე ნებისმიერ რეგიონში.