„ყველაზე „Luxury” ქართველი ხარ“ - ლიკუნა ქორქია ახალ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

„ყველაზე „Luxury” ქართველი ხარ“ - ლიკუნა ქორქია ახალ ფოტოებს აქვეყნებს

2021-08-25 15:51:26+04:00


ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი წლების წინ გახდა, როცა ის ეკრანზე პირველად გამოჩნდა. ლიკასთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი და, ასევე ტელეწამყვანი ანუკი ქორქია. მიუხედავად იმისა, რომ დები კამერების წინ უკვე იშვიათად ჩნდებიან, მათ მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.

როგორც ცნობილია, ანუკი ქორქია მეუღლესთან, კახა ჩიქოვანთან და ორ შვილთან, გიორგისთან და ლიკასთან ერთად ცხოვრობს. ლიკა ქორქია საკუთარ „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს დისშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ პატარა ლიკუნა დეიდას, ლიკა ქორქიას ძალიან ჰგავს.

ლიკა ქორქია საკუთარ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ იშვითად აქვეყნებს, თუმცა გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იღებს: „ყველაზე „Luxury” ქართველი ხარ“, „ულამაზესი ხარ“, „საოცრად გამოიყურები, ლიკუნა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.